მოხმარების პირობები

1.1 თქვენ მიერ cryptobuy.ge-ით სარგებლობას უზრუნველყოფს შპს "ანდრომედა კრიპტო გალაქტიკა" (შემდგომში წოდებული როგორც “კრიპტობაი” ან “ჩვენ”).

შპს "ანდრომედა კრიპტო გალაქტიკა", საქართველოში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;

2.2 წინამდებარე მოხმარების პირობები (შემდგომში წოდებული, როგორც „ხელშეკრულება“) განმარტავს ნებისმიერი პირის მიერ Cryptobuy.ge-სთან მის მიერ შეთავაზებულ ნებისმიერ სხვა პროდუქტთან წვდომის და მოხმარების პირობებს წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრულ პროდუქტებთან დაკავშირებით (შემდგომში წოდებული, როგორც „პროდუქტი“ ან „ვებგვერდი“).

2.3 აღნიშნული პირობები ვრცელდება ყველა ვიზიტორზე, მომხმარებელსა და სხვა პირზე, რომელიც დარეგისტრირდება ან სხვაგვარად მიიღებს წვდომას ან გამოიყენებს პროდუქტს (შემდგომში წოდებული, როგორც „თქვენ“, „თქვენი“ ან „მომხმარებლები“).

2.4 პროდუქტთან წვდომით ან მისი გამოყენებით, ჩვენთან ანგარიშის დარეგისტრირებით და/ან „ვეთანხმები მოხმარების წესებს და პირობებს“ ღილაკზე დაწკაპუნებით, თქვენ ელექტრონულად დაადასტურებთ, რომ წაიკითხეთ, გაიგეთ და ეთანხმებით წინამდებარე მოხმარების პირობებით (შემდგომში წოდებული როგორც „პირობები“ ან „მოხმარების პირობები“) გათვალისწინებულ პირობებს, ვალდებულებებსა და სხვა პოლიტიკის დოკუმენტებს (მაგალითად, Cryptobuy-ის კონფიდენციალობის პოლიტიკას და ა.შ.), რომლებიც განთავსებულია Cryptobuy.ge-ზე.

2.5 პროდუქტთან მიმართებით შეიძლება პერიოდულად გავრცელდეს ჩვენ მიერ განსაზღვრული დამატებითი პირობები და თქვენ მიერ აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა დაექვემდებარება დამატებით პირობებს, რომლებიც მითითებული იქნება წინამდებარე მოხმარების პირობებში.

ჩვენი პროდუქტის გამოყენების შედეგად წარმოშობილი ზარალის რისკი შესაძლოა იყოს მნიშვნელოვანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვით განიხილოთ კრიპტო აქტივის ყიდვის ან გაყიდვის მიზანშეწონილობა და შესაბამისობა თქვენს ფინანსურ მდგომარეობასთან.გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ ხელშეკრულებას და დარწმუნდეთ, რომ გაიგეთ და ეთანხმებით თითოეულ პუნქტს. თუ არ ეთანხმებით წინამდებარე მოხმარების პირობებს ან აღნიშნულ პირობებში სამომავლოდ განხორციელებულ რაიმე მოსალოდნელ ცვლილებას, არ გამოიყენოთ ჩვენი პროდუქტი.

3 მოთხოვნებთან შესაბამისობა

ამ პროდუქტის გამოყენებამდე, თქვენ აცხადებთ, იძლევით გარანტიას და ეთანხმებით შემდეგ პირობებს:

3.1 თქვენ იყენებთ ჩვენს პროდუქტს თქვენი ერთპიროვნული არჩევანით, შეხედულებისამებრ და რისკით;

3.2 ჩვენი პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია თქვენი იურისდიქციის (მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნის) კანონმდებლობით ნებადართულ შემთხვევებში;

3.3 თქვენ პასუხს აგებთ ნებისმიერი გადასახადის გადახდაზე ან სხვა იურიდიული ვალდებულების შესრულებაზე, რომლებიც შეიძლება დაექვემდებაროს ანგარიშსწორებას/წარმოიშვას ჩვენი პროდუქტის გამოყენების დროს;

3.4 თქვენ ბრძანდებით 18 წელზე უფროსი ასაკის ან თქვენი ქვეყნის მოქმედი იურისდიქციით კანონიერად დაშვებული სხვა ასაკის, რადგან 18 წლამდე ასაკის პირებისთვის ჩვენი პროდუქტის გამოყენება დაშვებული არ არის;

3.5 თქვენ ხართ ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია ამ ხელშეკრულების გაფორმების სრული იურიდიული შესაძლებლობა და უფლებამოსილება;

3.6 თუ წინამდებარე ხელშეკრულებას ეთანხმებით იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციის სახელით, რომლის წარმომადგენელიც ბრძანდებით, თქვენ აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ თქვენ გაქვთ ყველა აუცილებელი უფლება და უფლებამოსილება, იკისროთ ვალდებულებები ასეთი იურიდიული პირის სახელით;

3.7 თქვენ აცხადებთ თანხმობას, გადაიხადოთ ჩვენი პროდუქტით სარგებლობის საფასური, როგორც ეს განსაზღვრულია CryptoBuy-ის მიერ და შეიძლება შეიცვალოს პერიოდულად;

3.8 თქვენ აცნობიერებთ, რომ არსებობს ინტერნეტ სისტემასთან დაკავშირებული რისკები, როგორიცაა აპარატურის მწყობრიდან გამოსვლა, პროგრამული უზრუნველყოფის და ინტერნეტ კავშირების ფუნქციონალური დარღვევა და ა.შ. ასევე, ნებისმიერი სახის გაუმართაობა/ხარვეზი ან შეტევა ჩვენს ვებგვერდზე.

4 ჩვენი პროდუქტის გამოყენება

4.1 პროდუქტი რეგისტრირებულ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს

4.1.1. შეიძინონ ან გაყიდონ კრიპტო აქტივები სხვა კრიპტო აქტივების ან სტანდარტული ვალუტის სანაცვლოდ;

4.1.2. შეიძინონ კრიპტო მაინერები ან მაინინგთან დაკავშირებული სხვადასხვა ინვენტარი

4.3 Cryptobuy-ს შეუძლია, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეცვალოს ან განაახლოს პროდუქტის ფუნქციონალი, სრულად ან ნაწილობრივ, ნებისმიერ დროს.

4.4 თქვენ არ უნდა გადასცეთ პროდუქტის გამოყენებაზე თქვენი უფლებები ან სხვაგვარად არ უნდა გაასხვისოთ წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული თქვენი უფლებების რაიმე ნაწილი.

4.5 აღნიშნული პირობები არ განიჭებთ უფლებასა და ნებართვას გადაიღოთ ასლი, გაავრცელოთ, შეცვალოთ ან სხვაგვარად გამოიყენოთ პროდუქტის ინტერფეისი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.

5 ანგარიშების გამოყენება

5.1 თქვენი Cryptobuy-ის ანგარიში საშუალებას გაძლევთ, ისარგებლოთ პროდუქტით და ნებისმიერი სხვა ფუნქციით, რომელსაც შევქმნით და გავუშვებთ ექსპლუატაციაში პერიოდულად და ჩვენი შეხედულებისამებრ.

5.2 ჩვენ შესაძლოა გვქონდეს სხვადასხვა ტიპის ანგარიში სხვადასხვა ტიპის მომხმარებლისთვის.

5.2.1 თქვენ ვერ შეძლებთ სხვა მომხმარებლის ანგარიშით სარგებლობას შესაბამისი ნებართვის გარეშე. თქვენი ანგარიშის შექმნისას, თქვენ უნდა წარმოადგინოთ ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია და ეს ინფორმაცია მუდმივად უნდა განაახლოთ.

5.3 თქვენ გევალებათ გააკონტროლოთ და დაიცვათ სათანადო უსაფრთხოება თქვენი ავტორიზაციისთვის საჭირო ინფორმაციის, კოდური სიტყვების (პაროლების), პირადი გასაღებების, საიდენტიფიკაციო ნომრების (PIN) და ნებისმიერი სხვა საშუალების მიმართ, რომელთაც იყენებთ პროდუქტთან წვდომის მისაღებად.

5.4 თქვენ უნდა დაიცვათ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და არ დაუშვათ მესამე მხარის მიერ თქვენი სახელით პროდუქტზე წვდომა ან მისი გამოყენება, სანამ ჩვენ არ მოგცემთ შესაბამის დასტურს.

5.5 თუ ჩათვლით, რომ დაირღვა თქვენი ანგარიშის უსაფრთხოება, წერილობით უნდა შეგვატყობინოთ შემდეგ მისამართზე info@cryptobuy.ge

5.6 თქვენ აგებთ პასუხს, ხოლო Cryptobuy. არ კისრულობს რაიმე ვალდებულებას ყველა იმ ოპერაციაზე, რომელიც განხორციელდება თქვენს Cryptobuy.ge-ის ანგარიშზე.

5.7 Cryptobuy იძლევა საშუალებას დააგენერიროთ საფულის მისამართები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ კრიპტო აქტივების გაგზავნისთვის ან მიღებისთვის.

5.8 თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხიმგებელი თქვენი საფულის უსაფრთხოებაზე.

5.10 თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ სტანდარტული ვალუტის (დოლარის/ლარის) დეპოზიტის / გატანის მოთხოვნის შესრულებას ასეთი მოთხოვნის წარმოქმნის მომენტიდან შეიძლება დასჭირდეს 48 საათამდე დრო. სტანდარტული ვალუტის (დოლარის/ლარის) დეპოზიტის / გატანის ოპერაციების შესრულება შეიძლება შეფერხდეს შემდეგი მიზეზების გამო: ჩვენი არასამუშაო დრო, პარტნიორი/შუამავალი ბანკების და თქვენი მომსახურე ბანკის არასამუშაო დღე და მათი პროცესებით გათვალისწინებული დრო. ამასთან, დეპოზიტის/გატანის მოთხოვნის შესრულება შესაძლებელია გადაიდოს ნებისმიერი სახის ტექნიკური მიზეზით. კრიპტობაი, ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის და არამხოლოდ იმ ბანკების, რომლებიც მონაწილეობენ ამ ოპერაციაში, მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია იძულებული გახდეს გააუქმოს ან დააბრუნოს უკვე შესრულებული დეპოზიტის / გატანის ოპერაცია. ასეთ შემთხვევებში თქვენ ვალდებული ხართ ითანამშრომლოთ კრიპტობაისთან, რათა გამოკვლეული იქნას ასეთი მოთხოვნის მიზეზები.

6 ხელშეკრულების შეჩერება, შეწყვეტა და გაუქმება

6.1 ჩვენ შეგვიძლია, წინასწარი შეტყობინების გარეშე, შევაჩეროთ პროდუქტის გამოყენება, შევცვალოთ პროდუქტი; შევწყვიტოთ პროდუქტის ან მისი ცალკეული მახასიათებლების მოწოდება თქვენთვის ან ზოგადად მომხმარებლებისთვის; ან დავაწესოთ გამოყენების ან ტრანზაქციის ლიმიტები პროდუქტის მოხმარებასთან დაკავშირებით.

6.2 ჩვენ შეგვიძლია მუდმივად ან დროებით შევაჩეროთ თქვენი წვდომა პროდუქტთან ყოველგვარი შეტყობინებისა და პასუხისმგებლობის გარეშე, ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის, თუ დაარღვევთ წინამდებარე მოხმარების პირობებით გათვალისწინებულ ნებისმიერ პირობას, ან Cryptobuy–მა შესაძლოა შეაჩეროს, შეზღუდოს ან შეწყვიტოს თქვენი წვდომა ცალკეულ ან ყველა პროდუქტთან და/ან მოახდინოს თქვენი ანგარიშის ბლოკირება/დეაქტივაცია ან გააუქმოს ის იმ შემთხვევაში, თუ:

6.2.1 ეს მოგვეთხოვება სასამართლოს დადგენილებით ან სახელმწიფო უწყების სავალდებულო ბრძანებით;

6.2.1 ეს მოგვეთხოვება სასამართლოს დადგენილებით ან სახელმწიფო უწყების სავალდებულო ბრძანებით;

6.2.3 თქვენს მიერ ანგარიშის გამოყენება ექვემდებარება სასამართლო განხილვას, გამოძიებას ან სახელმწიფო სამართალწარმოებას და/ან ჩვენ ვთვლით, რომ თქვენ მიერ პროდუქტის გამოყენება აჩენს იურიდიულ ან მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის რისკს.

7 ზიანის ანაზღაურება

7.1 თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ დაიცავთ და აუნაზღაურებთ Cryptobuy-ს და მის შვილობილ კომპანიებს, წარმომადგენლებს და სხვა აფილირებულ პირებს, აგრეთვე მათ თანამშრომლებს, კონტრაქტორებს, აგენტებს, უფლებამოსილ პირებსა და დირექტორებს, ნებისმიერ და ყველა პრეტენზიასთან, ზიანის ანაზღაურებასთან, ვალდებულებებთან, დაკავშირებულ ხარჯს (მათ შორის და არა მხოლოდ, ადვოკატის ჰონორარს), რაც წარმოიშობა:

7.1.1 თქვენ მიერ წინამდებარე მოხმარების პირობების ნებისმიერი პირობის დარღვევით, მათ შორის და არა მხოლოდ, ზემოთ წარმოდგენილი განცხადებებისა და გარანტიების დარღვევით;

7.1.2 თქვენ მიერ ნებისმიერი მესამე მხარის უფლებ(ებ)ის, მათ შორის და არა მხოლოდ, პერსონალურ მონაცემებთან ან ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებ(ებ)ის დარღვევით;

7.1.3 ნებისმიერი კანონის, წესის ან რეგულაციის დარღვევის შედეგად;

7.1.4 თქვენი მიზანმიმართული ქმედებით.

8 გარანტიის არარსებობა

8.1 პროდუქტი მიწოდებული იქნება არსებული ფორმით, ანუ „როგორც არის“ პრინციპის შესაბამისად. პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებულ ყოველგვარ რისკზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.

8.2 Cryptobuy და მასთან აფილირებული პირები არ იძლევიან გარანტიას იმის თაობაზე, რომ პროდუქტის კონტენტი იქნება ზუსტი, საიმედო ან სწორი; რომ პროდუქტი დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს; რომ პროდუქტი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ კონკრეტულ დროს ან ადგილას, იქნება უწყვეტი ან უსაფრთხო; რომ აღმოიფხვრება ყველა ხარვეზი ან შეცდომა; ან რომ პროდუქტი არ მოიცავს ვირუსებს ან სხვა მავნე კომპონენტებს. ნებისმიერი ტექნიკური თუ მექანიკური ხარვეზი/შეცდომა განიხილება როგორც გაუთვალისწინებელი გარემოება და ასეთი გარემოების დროს Cryptobuy უფლებამოსილია გააუქმოს/დააბრუნოს ხარვეზის დროს შესრულებული ტრანზაქციები. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხარვეზის/შეცდომის შედეგად მიიღეთ ზედმეტი თანხა/კრიპტოვალუტა, Cryptobuy უფლებამოსილია თქვენ ჩამოგაჭრათ ხარვეზის/შეცდომის შედეგად მიღებული თანხა/კრიპტოვალუტა.

8.3 Cryptobuy არ იძლევა გარანტიას, არ ადასტურებს და არ იღებს პასუხისმგებლობას რომელიმე პროდუქტსა თუ მომსახურებაზე, რომელიც იქნება რეკლამირებული ან შემოთავაზებული მესამე მხარის მიერ პროდუქტის ან ნებისმიერი დაკავშირებული ვებგვერდის ან მომსახურების მეშვეობით.

10 დაბრუნების პოლიტიკა

10.1 ჩვენი კომპანია საშუალებას აძლევს თავის კლიენტებს, ისარგებლონ თანხის დაბრუნების ან პროდუქტის გამოცვლის. შესაძლებლობით იმ შემთხვევაში, თუ ტრანზაქცია შესრულებულია სტანდარტულ ვალუტაში (ლარი, დოლარი) SWIFT–ის ან IBAN (საბანკო გადარიცხვის) გამოყენებით და თუ ასეთი ტრანზაქციის დამუშავება არ არის დამთავრებული და გადარიცხვას არ აქვს „დასრულებული“ სტატუსი. ოპერაციები, რომელთა განხორციელებაც ხდება საბანკო ბარათით, ასევე კრიპტოვალუტების გაცვლასთან დაკავშირებული ოპერაციები, არ ექვემდებარება დაბრუნებას. შეუძლებელია თავდაპირველად გადახდილ თანხაზე მეტი ოდენობის თანხის დაბრუნება. თანხის დაბრუნების შესახებ Cryptobuy-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კლიენტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტით, კლიენტის მიერ Cryptobuy-ის სისტემაში რეგისტრირებულ ელექტრონულ მისამართ(ებ)ზე.

10.2 თანხის დაბრუნების მოთხოვნის მიზნით, კლიენტი Cryptobuy-ს უნდა დაუკავშირდეს ელექტრონულ ფოსტაზე info@cryptobuy.ge-ზე ელექტრონული წერილის გაგზავნის გზით, სადაც მითითებული უნდა იყოს მოთხოვნა თანხის დაბრუნებაზე და შესაბამისი ტრანზაქციის ნომერი. თანხის დაბრუნების მოთხოვნაზე, უფრო სწრაფი რეაგირების მიზნით, რეკომენდებულია, რომ კლიენტი დაუკავშირდეს კლიენტთა მხარდაჭერის გუნდს, ტრანზაქციის გაუქმებისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნით. თანხის დაბრუნების მოთხოვნის მიღების შემდეგ, კლიენტს ეცნობება გადაწყვეტილების შესახებ.

10.2.1 იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელმა Cryptobuy.ge-ზე შეიძინა ნივთი და მას აღმოაჩნდა რაიმე დეფექტი, ამ შემთხვევაში მას შეუძლია მოითხოვოს დაბრუნება info@cryptobuy.ge-ზე მოწერით. მეილში უნდა იყოს ნივთის ფოტოსურათები, ტრანზაქციის ქვითარი და პრობლემის აღმნიშვნელი ფოტო/ვიდეო/წერილობითი მასალა.

10.3 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კლიენტის მიერ თანხის დაბრუნებისა ან ნივთის გამოცვლის მოთხოვნის მომენტიდან ასეთი მოთხოვნის დამუშავებას შეიძლება დასჭირდეს საშუალოდ 2 სამუშაო დღე. თანხის დაბრუნებისა თუ ნივთის გამოცვლის ყველა მოთხოვნა დეტალურად მოწმდება და დასტურდება Cryptobuyl-ის მიერ. Cryptobuy-ის მხრიდან თანხის დაბრუნებაზე თუ ნივთის გამოცვლაზე მიღებული დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, თანხა კლიენტს დაუბრუნდება იგივე მეთოდით და იმავე საბანკო რეკვიზიტებზე, საიდანაც კლიენტმა Cryptobuy-ზე განახორციელა თავდაპირველი ტრანზაქცია. თანხის დაბრუნება ხორციელდება SWIFT (საბანკო გადარიცხვა) მეთოდით, ბანკის სამუშაო დღეებში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კლიენტის საბანკო ანგარიშზე თანხის დაბრუნებას შესაძლოა ხუთი სამუშაო დღემდე დასჭირდეს, რაც დამოკიდებულია ბანკის შიდა პოლიტიკასა და/ან პროცედურებზე და რომელზეც Cryptobuy ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. ხოლო ნივთის გამოცვლას შეიძლება დასჭირდეს 30 სამუშაო დღე.

10.4 თანხის დაბრუნებაზე მოთხოვნის განხილვის პროცესში Cryptobuy-მა შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები, როგორიცაა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან საგადახდო დავალება, ან გადახდის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. თუ კლიენტის მხრიდან Cryptobuy-ის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები არ არის წარმოდგენილი მოთხოვნის გაგზავნიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ან Cryptobuy-ს ეჭვი შეაქვს მოწოდებული დოკუმენტების ნამდვილობაში, ანაზღაურების მოთხოვნის დამუშავების დრო გაგრძელდება და მიიღება გადაწყვეტილება შემდგომი მოქმედებების განხორციელების შესახებ Cryptobuy-ის მხრიდან.

10.5 კლიენტებმა უნდა წარმოადგინონ ზუსტი და სწორი ინფორმაცია, თავდაპირველ ტრანზაქციასთან დაკავშირებით. Cryptobuy არ არის პასუხისმგებელი კლიენტის შეცდომის გამო, ან არასწორი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდების გამო განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქციის შედეგზე.

10.6 თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი ანაზღაურდება კლიენტის მიერ. დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯები ჩამოიჭრება მომხმარებლის მიერ მისაღები დასაბრუნებელი თანხიდან.

11 მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავის გადაწყვეტა

წინამდებარე პირობებს და მათ შესრულებას არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა. მხარეთა შორის წინამდებარე მოხმარების პირობებთან ან პროდუქტთან წარმოშობილი ყველა დავა განსახილველად გადაეცემა საქართველოს საერთო სასამართლოებს ექსკლუზიურად.

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
579 143 663
გამოწერა
გამოგვიწერე, იყავი მუდმივად სიახლეების ეპიცენტრში და არ გამოტოვო მომგებიანი შეთავაზებები.