უკანCourses/Blogs/კრიპტო-რეგულაციები-აზიაში

ახალი კრიპტო რეგულაციები აზიაში: პეკინიდან ტოკიომდე


Image

გასული კვირა საკმაოდ გადატვირთული იყო აზიელი კანონმდებლებისთვის. მათ საკმაოდ დიდი შრომა გაწიეს კრიპტო რეგულაციების მოსაფიქრებლად. რეგულაციების ძირითადი მიზანი გახლდათ ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების აღმოფხვრა.


აზიაში არსებულმა ციფრულ აქტივების კუთხით მომუშავე თითქმის ყველა კომპანიამ მიიღო განახლებები ადგილობრივი მარეგულირებლებისგან. იაპონიის კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, პირველი ივნისიდან გაატარონ კრიპტო ტრანზაქციებით ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რეგულაციები.


გავრცელებული ინფორმაციით, ახალი რეგულაციები ეხება ყველა ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც 3000 დოლარზე მეტ კრიპტო გადარიცხვას ატარებს. რეგულაციების ფარგლებში ინსტიტუტებმა სახელმწიფო ორგანოებს (იქნება ეს ეროვნული ბანკი თუ სხვა ფინანსური მაკონტროლებელი ორგანო) უნდა წარუდგინონ ინფორმაცია, ციფრული აქტივის მიმღებისა და გამგზავნის შესახებ. ეს ინფორმაცია მოიცავს სახელსა და გვარს, მისამართს და ანგარიშის ისტორიას.


სამხრეთ კორეის მთავრობა კიდევ უფრო მკაცრ რეგულაციებს აწესებს და მათი მთავარი სამიზნე ბიტკოინია. ისინი არა მარტო ბიტკოინს, არამედ ნებისმიერ კრიპტო აქტივს განმარტავენ, როგორც ოფიციალურ ასეტს, ქონებას. ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც კრიპტო აქტივს ფლობს, უნდა დაარეგისტრიროს ის.


კანონი ასევე ეხებათ მაღალჩინოსნებსა და ეროვნული ანსამბლეის წევრებს გაასაჯაროვონ ინფორმაცია თავიანთ კრიპტო აქტივებზე.


ჰონგ კონგის ფასიანი ქაღალდებისა და ფიუჩერსების კომისიამ (SFC) გამოაცხადა, რომ ლიცენზირებულ პლატფორმებს მალე შეეძლებათ საცალო კლიენტებისთვის მომსახურების გაწევა. განცხადებაში მათ აღნიშნეს, რომ ნებისმიერ ბირჟასა თუ სხვა ციფრული აქტივების სერვისის პროვაიდერ კომპანიებს შეუძლიათ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მუშაობა, თუ ისინი SFC-ის მითითებებს გაითვალისწინებენ.


რაც შეეხება ჩინეთს, მიუხედავად იმისა, რომ მათი პოლიტიკა კრიპტოვალუტისადმი დღემდე უმკაცრესია, მათ გამოაქვეყნეს დოკუმენტი (whitepaper) რომელიც ერთგვარი გზამკვლევია ინოვაციების გასაძლიერებლად. დოკუმენტში ხაზგასმით წერია, რომ Web3 ტექნოლოგია გარდაუვალი ტრენდია და ჩინეთში მისი განვითარება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.


საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
579 143 663
გამოწერა
გამოგვიწერე, იყავი მუდმივად სიახლეების ეპიცენტრში და არ გამოტოვო მომგებიანი შეთავაზებები.