უკანCourses/Blogs/მაინინგი-ვითარდება

ბიტკოინის მაინინგის გამომუშავების შემცირების მიუხედავად, ჰეშ-რეითი რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდა


Image

მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის მაინინგის გამომუშავება გასულ წელთან შედარებით 44%-ით შემცირდა, ბიტკოინის მაინინგის კომპანიები კვლავ ვითარდებიან და აგრძელებენ გაფართოებას.


პირველ ივნისს, ამერიკულმა ბიტკოინის მაინინგის კომპანიამ CleanSpark-მა განაცხადა, რომ მათ შეიძინეს 12,500 Antminer S19 XP, რაშიც $40.5 მილიონი გადაიხადეს. ტერაჰეშებში რომ გადავიყვაოთ, გამოდის რომ კომპანიამ თითო ტერაჰეშ/წამში გადაიხადა $23, რაც საშუალო საბაზრო ფასზე ნაკლებია.


ბიტკოინის მაინინგის სირთულემ პირველ ივნისს ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია, თუმცა ამასთან ერთად 30 მაისს ჩართული მაინერების ჰეშრეითიც რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდა და გახდა 395 კვანტილიონი ჰეში წამში.


CleanSpark-ის მიერ შეძენილი მაინერების ნახევარზე მეტი, 6000 კომპანიას ადგილზე ივნისშივე ექნება, ხოლო დანარჩენი ნაწილი აგვისტოში.


Antminer S19 XP-ის გამომუშავების სიხშირე 141 ტერაჰეში წამშია. ჯამში კომპანია ფლობს 67,700 მაინერისგან შემდგარ ფერმას, აშშ-ში ჯორჯიის შტატში. ამ ეტაპისთვის კომპანიას დაგენერირებული აქვს 2,395 ბიტკოინი.


მაინინგის გართულებისა და ბიტკოინის ფასის შემცირების მიუხედავად, კომპანიები თუ ფიზიკური პირები აქტიურად ცდილობენ თავიანთი მაინინგ ფერმის გაუმჯობესებასა და ახალი მაინერების შეძენას. როგორც ამბობენ, "ბეარ მარკეტი" არის პერიოდი, როდესაც კრიპტოზე და კრიპტოს მაინერებზე დიდი ფასდაკლებებია.


საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
579 143 663
გამოწერა
გამოგვიწერე, იყავი მუდმივად სიახლეების ეპიცენტრში და არ გამოტოვო მომგებიანი შეთავაზებები.