უკანCourses/Blogs/რუსეთის კრიპტო ტრანზაქციების დასათრექად აშშ-ს შიდა შემოსავლსების სამსახურმა (IRS) უკრაინას ტრენინგები შესთავაზა

რუსეთის კრიპტო ტრანზაქციების დასათრექად აშშ-ს შიდა შემოსავლების სამსახურმა (IRS) უკრაინას ტრენინგები შესთავაზა


არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინასთან ომის საწარმოებლად დახმარებებს იღებს კრიპტოვალუტის სახით. ამაზე ოფიციალური განცხადება "ბლუმბერგმა" გააკეთა.


Image

აშშ-ს შიდა შემოსავლების სამსახურმა (IRS) უკრაინას შესთავაზა ტრენინგები, რომლის გავლის შემდეგაც ისინი შეძლებენ რუსების მიერ განხორციელებული კრიპტო ტრანზაქციების დათრექვას.


კონკრეტულად, ამერიკა უკრაინას სთავაზობს Chainalysis-ის ინსტრუმენტის გამოყენებას.


"მსგავსი ინსტრუმენტების გაზიარება იცავს არამარტო ამერიკის ფინანსურ სისტემას, არამედ გლობალურ ეკონომიკას" - აცხადებს IRS-ის კრიმილაური გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯიმ ლი.


IRS მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ინფორმაციის გაზიარების ხარისხი და განავითაროს საქმიანი ურთიერთობები აშშ-სა და უკრაინას შორის.


IRS-მა ბოლო პერიოდში გაამახვილმა ყურადღება კრიპტოვალუტებზე, იმ მოტივით, რომ ის მარტივად გამოყენებადია ფინანსური თაღლითობისთვის, როგორიცაა ფულის გათეთრება და გადასახადებისგან თავის არიდება. გარდა ამისა, როგორც ჩანს კრიპტოვალუტას დამალული პოლიტიკური მიზნებისთვისაც იყენებენ.


ასევე აშშ-ს შიდა შემოსავლების სამსახურის დამსახურებაა FTX-ის თაღლითური სქემის გამოაშკარავება, და მათვე აქვთ Binance-ის წინააღმდეგ სარჩელი შეტანილი და ედავებიან AML (ფულის გათეთრების საწინააღმდეგო) და KYC (მოხმარებლების კონტროლის) პოლიტიკებზე.


მათ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნამდვილად შესწევთ ძალა გამოაშკარავონ რუსეთის დამფინანსებლები, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მიუხედავად კრიპტოვალუტის ცენტრალიზაციის მცდელობებისა, ის ჯერ კიდევ ავლენს თავის დეცენტრალიზებულ ბუნებას.


გადაჭრით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ საკმაოდ საინტერესო საჭადრაკო პარტიის მომსწრენი გავხდებით თუ მათ უკრაინასთან ერთად ამ საკითხზე მუშაობა დაიწყეს.


საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
579 143 663
გამოწერა
გამოგვიწერე, იყავი მუდმივად სიახლეების ეპიცენტრში და არ გამოტოვო მომგებიანი შეთავაზებები.