ტოპ 50 კრიპტოვალუტა ერთ წინადადებაში
ამ გზამკვლევში ქოინმარქეთქეფის მიხედვით 50 ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტის ახსნას თითო წინადადებით.
1. Bitcoin
წარმოიდგინეთ, რომ გვქონდეს ტექნოლოგია, რომლითაც ყველას შეეძლება ნებისმიერი ბანკის ანგარიშისა და ტრანზაქციების ნახვა ანგარიშის მფლობელის ვინაობის გაგების გარეშე და ასევე, წარმოიდგინეთ, რომ ვალუტები ლიმიტირებულად იბეჭდებოდეს, რათა ინფლაცია არ არსებობდეს. ეს არის ბითქოინი.
2. Ethereum
ბლოქჩეინი, რომლის მეშვეობითაც მესამე პირის ჩარევის გარეშე შეგიძლიათ ტრანზაქციების განხორციელება, ფულის სესხება და კონტრაქტების დაწერა.
3. Tether (USDT)
ყველაზე ფართოდ გავრცელებული სთეიბლქოინი, რომლის ფასიც მუდმივად 1$-ის ტოლია.
4. BNB
ცნობილი იქსჩეინჯის, ბაინანსის მიერ შექმნილი ბლოქჩეინის კრიპტოვალუტა.
5. USDC
იქსჩეინჯ ქოინბეისის მიერ შექმნილი სთეიბლქოინი, რომელიც მუდმივად 1$ ღირს.
6. XRP (Ripple)
საერთაშორისო ტრანზაქციებისთვის შექმნილი ქოინი, რომელიც გამორჩეულია დაბალი ტრანზაქციის საკომისიოთი.
7. Cardano
ეთერიუმის თანადამფუძნებლის მიერ შექმნილი ეთერიუმის ალტერნატივა.
8. Dogecoin
მიმ ქოინების მეფე.
9. Solana
ეთერიუმის ალტერნატივა. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი, თუმცა პრობლემური ბლოქჩეინი.
10. Polygon (Matic)
ბლოქჩეინის მიზანია მომხმარებელს ეთერიუმის უფრო სწრაფი და დაბალი საკომისიოს მქონე ქოინი შესთავაზოს.
11. Tron
Tron-ის ბლოქჩეინი გამოიყენება USDT ტრანზაქციებისათვის, რადგან გამორჩეულია სისწრაფითა და დაბალი საკომისიოებით.
12. Litecoin
ფაქტობრივად ბითქოინის copy/paste მცირე ცვლილებებით, რაც ქსელს უფრო სწრაფს ხდის.
13. Polkadot
Layer 0 ბლოქჩეინი, რადგან ბლოქჩეინის მიზანი სხვა ყველა ბლოქჩეინის ერთმანეთთან დაკავშირებაა.
14. BUSD
ბაინანსის შექმნილი სთეიბლქოინი, რომლის ღირებულებაც მათივე თქმით ერთი დოლარის ტოლია.
15. Shiba Inu
ეთერიუმის ნეთვორქზე დამყარებული მიმ ქოინი, რომელიც 1$ ვერასდროს გახდება.
16. Avalanche
ეთერიუმის ალტერნატივა.
17. Dai
ეთერიუმზე დამყარებული ალგორითმული სთეიბლქოინი, რომლის ფასიც სულ 1$-ის ტოლია.
18. Wrapped Bitcoin
ამჯერად ეთერიუმის ნეთვორქზე დამყარებული ბითქოინის Copy/Paste.
19. Chainlink
ბლოქჩეინი, რომელიც სხვადასხვა ბლოქჩეინების მონაცემებისა თუ ინფორმაციის გაგების სანდო წყაროა.
20. Unus Sed Leo
კრიპტოვალუტა Bitfinex-ის მომხმარებლებს ტრეიდინგის საკომისიოების შემცირების შესაძლებლობას აძლევს.
21. Cosmos (Atom)
სხვადასხვა ბლოქჩეინებს უკეთესი სკალირებისა და თანამუშაობის შესაძლებლობას აძლევს. ამ ბლოქჩეინზე შექმნილია ისეთი ბლოქჩეინები, როგორიცაა Binance DEX.
22. Uniswap
ეთერიუმის ნეთვორქზე დამყარებული დეცენტრალიზირებული იქსჩეინჯი.
23. Monero
ყველაზე კონფიდენციალური კრიპტოვალუტა, რადგან შეუძლებელია რომელიმე ანგარიშის ტრანზაქციის ისტორიისა და ანგარიშზე არსებული რაოდენობის გაგება, შესაბამისად საფულის დათრექვაც შეუძლებელია.
24. OKB
მალტური იქსჩეინჯის, OKEx - ის მიერ შექმნილი ქოინი.
25. Ethereum Classic
ეთერიუმის ქომუნითიში დიდი დავისა და შეუთანხმებლობის გამო გადაწყვიტეს ეთერიუმის ბლოქჩეინის ორად გაყოფა. Ethereum Classic და Ethereum-ად. ტექნიკური თვალსაზრისით Ethereum Classic უფრო დეცენტრალიზირებული და ნამდვილი ეთერიუმია, რადგან ეთერიუმის შექმნისას მიღებულ პრინციპებსა და ტექნოლოგიას მიყვება.
26. Stellar
გამორჩეულია ძალიან დაბალი ტრანზაქციის საკომისიოთი.
27. Toncoin
ერთ დროს ტელეგრამის მიერ შექმნილი ქოინი, რომელიც ახლა TON Foundation-ის მფლობელობაშია.
28. Bitcoin Cash
მორიგი ბითქოინის Copy/Paste.
29. Internet Computer
ქოინი, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა ციფრული აქტივების შექმნის შესაძლებლობას აძლევს, მაგალითისთვის აპლიკაციებისა თუ ვებგვერდების.
30. TrueUSD
პირველი სთეიბლქოინი, რომელსაც ქსელზე მიბმული ლაივ აუდიტი უტარდება.
31. Filecoin
ბლოქჩეინი, რომელიც სხვადასხვა ტიპის ფაილების ანონიმურად შენახვის შესაძლებლობას გვაძლევს.
32. Lido DAO
ეთერიუმის სთეიქინგის ალტერნატივა.
33. Aptos
POS მექანიზმზე დაფუძნებული კრიპტოვალუტა, რომელსაც თეორიულად წამში 150,000 ტრანზაქციის შესრულება შეუძლია.
34. Hedera
იმითაა გამორჩეული, რომ მისი კოდი დაპატენტებულია და Hedera-ს გარდა ვერავინ გამოიყენებს. შესაძლებელია ტრანზაქციების განხორციელება, სმარტ კონტრაქტის შექმნა და სხვადასხვა ფაილების შენახვა.
35. Arbitrum
ეთერიუმის კიდევ ერთი ალტერნატივა.
36. Cronos
Crypto.com-ის მიერ შექმნილი ბლოქჩეინის ქოინი.
37. Near Protocol (Near)
POS მექანიზმზე დაფუძნებული ქოინი.
38. VeChain
ეთერიუმის კიდევ ერთი ალტერნატივა.
39. Quant
ეთერიუმის ბლოქჩეინზე დამყარებული ტოკენი, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ბლოქჩეინების დაკავშირებას.
40. ApeCoin
ცნობილი NFT კლუბის, Bored Ape Yacht Club - ის მიერ შექმნილი კრიპტოვალუტა.
41. Graph
ფაქტობრივად ბლოქჩეინის გუგლი, რადგან ის სხვადასხვა ბლოქჩეინებზე ძიებისა და ინდექსაციის საშუალებას გვაძლევს.
42. Algorand (Algo)
მორიგი ეთერიუმის ალტერნატივა, რომელსაც წამში 1000 ტრანზაქციის განხორციელება შეუძლია.
43. The Sandbox
ცნობილი მეტავერს პროექტის, Sandbox-ის კრიპტოვალუტა.
44. Pax Dollar (USDP)
მორიგი სთეიბლქოინი.
45. EOS
ეთერიუმის იდენტური კრიპტოვალუტა, თუმცა შედარებით უფრო სწრაფი.
46. Aave
Borrow/lending პლატფორმა, სადაც შეგიძლია კრიპტოვალუტის შეტანა და წლიურ 20%-მდე სარგებლის მიღება. Aave ასევე Governance token-ია, რაც იმას გულისხმობს, რომ ვალუტის მფლობელებს კრიპტოვალუტის სისტემური ცვლილების ხმის მიცემა შეუძლიათ.
47. Rocket Pool
ეთერიუმის სთეიქინგის მორიგი ალტერნატივა.
48. Render Token
ეთერიუმის ქსელზე დაფუძნებული ტოკენი, რომელიც ერთმანეთთან არტისტებსა და სტუდიებს აკავშირებს.
49. Fantom
არა ბლოქჩეინზე, არამედ DAG ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ქოინი, რომელსაც ეთერიუმის კოდისა და აპლიკაციების გამოყენება შეუძლია.
50. BitDAO
მიზნად ისახავს უკვე არსებულ და განვითარებად პროექტებში ინვესტირებას.