უკანCourses/Guidelines/10 Mistakes

10 შეცდომა, რომელსაც ახალბედები კრიპტოში ინვესტირებისას უშვებენ


Image

კრიპტოვალუტაში ინვესტირება საკმაოდ მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს. სწორედ ამ იმედით ძალიან ბევრი ადამიანი იწყებს კრიპტოთი ვაჭრობას, თუმცა ინფორმაციის ნაკლებობისა და კიბერუსაფრთხოების დაცვის გარეშე მათი უმრავლესობა ჩადებულ თანხას ძალიან სწრაფად კარგავს.


გთავაზობთ 10 ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომას და გასწავლით, როგორ აირიდოთ ეს შეცდომები თავიდან.


1. კრიპტოვალუტის საბაზისო ცოდნის ნაკლებობა


ბიტკოინის გარშემო შექმნილი ჰაიპი უამრავ ახალ, კრიპტოში ჯერ კიდევ გაურკვეველ ხალხს იზიდავს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მისი ფასი პიკს აღწევს. სანამ კრიპტოში ინვესტირებას თუ სხვადასხვა აქტივებით ვაჭრობას განიზრახავ, აუცილებელია გაერკვე როგორ მუშაობს ის, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან სწრაფად დაკარგავ თანხას. ამიტომ, აუცილებლად დაუთმე დრო კონკრეტული პროექტების მიზნებისა და მუშაობის პრინციპების შესწავლას, ეს წარმატებული ვაჭრობისკენ წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია.


2. საკომისიოების უგულებელყოფა


უამრავი პლატფორმა არსებობს, სადაც კრიპტოვალუტის შეძენა შეგიძლია, თუმცა საჭიროა მოიძიო ინფორმაცია მათი პროცენტებისა და საკომისიოების შესახებ, როგორც კრიპტოს ყიდვისას, ასევე გაგზავნისას და გამოტანისას. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოთ ტრანზაქციის საკომისიოს, მაგალითისთვის სთეიბლქოინის, USDT, ტრანზაქციის საკომისიო იმ ქსელზეა დამოკიდებული თუ რითი გაგზავნაც გსურთ. ეთერიუმის ქსელის გამოყენებით ტრანზაქცია შესაძლოა 5$ დაგიჯდეთ, ხოლო ტრონის ქსელის გამოყენებით კი 1$. ბანკის ბარათით კრიპტოს შეძენა საშუალოდ 3-5% დაგიჯდებათ, ზოგ პლატფორმაზე შესაძლოა კიდევ უფრო მეტიც. გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი საკომისიო საკმაოდ მაღალ დანაკარგზე აგიყვანს. ამიტომ, კარგად უნდა შეარჩიო კომპანია, რომელიც ყველაზე დაბალ საკომისიოს გთავაზობს. საქართველოში ასეთი კომპანია ვართ ჩვენ. ჩვენთან კრიპტოვალუტის ყიდვის საკომისიო მხოლოდ 1%-ია, გაყიდვას კი საკომისიოს გარეშე შეძლებთ.


3. მოკლევადიანი გათვლები


სწრაფად გამდიდრების იმედს ბევრი კომპანია გვაძლევს და მართლაც ყოფილა ასეთი პრეცენდენტები, თუმცა ძალიან ცოტა. სწრაფად გასამდიდრებლად მაღალი რისკებია საჭირო, შესაძლოა დასაწყისში გაგიმართლოს კიდეც, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად წააგებ.


გრძელვადიანი ინვესტირების სტრატეგიაა ერთადერთი სწორი და მომგებიანი სტრატეგია, რომელიც გაძლევს საშუალებას კარგად, დაკვირვებით გაანალიზო სხვადასხვა პროექტები და ყველაზე მაღალხარისხიან პროექტებში განათავსო ინვესტიცია. მაინც რას ვგულისხმობთ სწრაფად გამდიდრებაში? ძალიან პოპულარულია პირამიდული სქემები და პროექტები, რომლებიც მომხმარებლებს წარმოუდგენელ პირობებს სთავაზობენ და ძირითადად სწრაფად გამდიდრების მცდელობა ფულის დაკარგვით სრულდება ხოლმე. თუ რამდენიმე წლის პერსპექტივაზე გააკეთებ გათვლას და ანალიტიკურად, გეგმაზომიერად მიუდგები საკითხს, გაცილებით უფრო მაღალი შანსები გაქვს გამდიდრდე კრიპტოვალუტით.


4. კრიპტოვალუტის ონლაინ საფულეში შენახვა


კრიპტოვალუტა ციფრული ვალუტაა და შესაბამისად ციფრული საფულეები გამოიყენება მის შესანახად, თუმცა ონლაინ საფულეებს გარკვეული რისკები აქვთ. შესაძლოა თქვენი პორტფოლიო ჰაკერების კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდეს, ან პაროლი დაგავიწყდეთ, ან ე.წ. ფიშინგის მსხვერპლი გახდეთ, ამიტომ ოპტიმალური გამოსავალი კრიპტოვალუტის ცივ საფულეზე შენახვაა. არსებობს ე.წ. „ფლეშკის“ ფორმის USB ბარათები, რომელზეც შეგიძლიათ ნებისმიერი კრიპტოვალუტა შეინახოთ. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა თქვენი კრიპტო აქტივების დასაცავად.


5. საფულის პაროლისა და უსაფრთხოების კოდის დავიწყება


უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცულობისთვის, ონლაინ საფულეებს არ აქვთ ე.წ. Forgot Password ფუნქცია, შესაბამისად პაროლი თუ დაგავიწყდათ, მას ვერ აღადგენთ. არსებობს ერთადერთი გამოსავალი: რეგისტრაციის დროს გაძლევენ სხვადასხვა სიტყვების კომბინაციას, რომელიც უნდა ჩაიწეროთ და იმ შემთხვევაში თუ პაროლი დაგავიწყდათ, მხოლოდ ამ ფრაზის შეყვანის შემდეგ შეძლებთ თქვენს საფულეზე შესვლას. თუ ეს სიტყვებიც დაკარგეთ, სამწუხაროდ ვეღარასოდეს დაიბრუნებთ წვდომას თქვენს საფულეზე და თქვენი კრიპტოვალუტები დარჩებიან იქ უსასრულოდ. სწორედ ამის გამო ბიტკოინების 20% გაყინულია, რადგან მათ მფლობელები საფულეებზე ვეღარ შედიან.


6. საფულის არასწორი მისამართი


კრიპტოვალუტა დეცენტრალიზებულია, მას არ აგზავნის ბანკი, თუ რომელიმე ფინანსური ორგანიზაცია, შესაბამისად, თუკი კრიპტოვალუტის გაგზავნის დროს მისამართის რომელიმე სიმბოლო შეგეშლებათ, ის გაიგზავნება ან სხვა კრიპტო საფულეზე, ან დაიკარგება სისტემაში. ასეთ შემთხვევაში მისი უკან დაბრუნება თითქმის შეუძლებელია. არსებობენ კომპანიები, რომლებიც მსგავს სერვისსაც გვთავაზობენ, თუმცა ისინი ყოველთვის ვერ ახერხებენ კრიპტოვალუტის დაბრუნებას და თუ მოახერხეს, მათი სერვისი საკმაოდ ძვირადღირებულია, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ კრიპტო ტრანზაქციების განხორციელებისას.


7. თაღლითები


კრიპტოვალუტის ბაზარი სავსეა თაღლითებით. მხოლოდ 2021 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მათ მოახერხეს 700 მილიონი დოლარის ოდენობის კრიპტო აქტივების მითვისება.


თაღლითები ძირითადად ძალიან დახვეწილ ე.წ. „ფიშინგ“ სისტემას იყენებენ, რაც გულისხმობს ყალბი ვებგვერდების შექმნას, რომელიც ძალიან ჰგავს სხვადასხვა ავტორიზებულ კრიპტო-ბირჟებს. საკმარისია ამ ყალბ ვებგვერდზე თქვენი პირადი ინფორმაცია შეიყვანოთ და ისინი შეძლებენ თქვენს ელექტრონულ საფულეზე შესვლას და აქტივების თავიანთ საფულეზე გადატანას. მსგავსი შემთხვევა საქართველოშიც მომხდარა, როდესაც TBC ბანკის ყალბი ვერსიის შექმნით თაღლითებმა უამრავი მოხმარებელი გაძარცვეს. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ.


ასევე, მეორე პრაქტიკაა როდესაც პირად შეტყობინებებში გწერენ ვოთსაპსა, თუ მესინჯერზე და თქვენთვის საოცნებო სერვისს გთავაზობენ შემედგი სიტყვებით: „ეს აპლიკაციაა, რომელითაც სრულიად უფასოდ შეგიძლიათ თანხის გამომუშავება, მხოლოდ თქვენი ელექტრონული საფულე უნდა მიაბათ.“


თუ მსგავს აპლიკაციას მისცემ შენს საფულეზე წვდომას, ისინი უმარტივესად შეძლებენ შენი კრიპტო აქტივების მითვისება.


8. „ლევერიჯის“ გამოყენება


ლევრიჯი ნიშნავს კონკრეტული ბირჟიდან თანხის ვაჭრობის მიზნით სესხებას, რომლითაც შეგიძლია გაამრავლო შენი შესაძლო მოგება. მაგალითად, თუ დაბალი ბიუჯეტი გაქვს, შეგიძლია ისესხო დამატებითი თანხა ბირჟიდან და იმ თანხით ივაჭრო, თუ წარმატებულად წარიმართა ვაჭრობა, გრჩება უფრო მეტი მოგება ვიდრე დაგრჩებოდა მხოლოდ შენი თანხით ვაჭრობისას, მაგრამ თუ წარუმატებლად წარიმართა, შესაძლოა დაკარგო სრული თანხა. ლევერიჯი შესაძლოა ათჯერ მომგებიანი აღმოჩნდეს, ან ათჯერ წამგებიანი. შესაბამისად, ეს ინსტრუმენტი მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენო, როდესაც უკვე საკმარისი გამოცდილება გაქვს დაგროვილი ტრეიდინგში. ჩვენი კომპანია გთავაზობთ სრულყოფილ ტრეიდინგის კურსს, სადაც შეძლებთ ყველა საჭირო ინსტრუმენტის შესწავლად და ტრეიდინგის პროფესიად გცევას.


9. რთული ტრეიდინგ სტრატეგია


YouTube-ზე მრავალი ტრეიდერია, რომლებიც სხვადასხვა სტრატეგიებს განიხილავენ. ახალბედა კრიპტო-ინვესტორების ნაწილი მსგავს რჩევებს ანიჭებს უპირატესობას და ვაჭრობის დაწყებისთანავე რთულ ტრეიდინგ სტრატეგიას ირჩევს. ამის გამო ძალიან სწრაფად კარგავს ჩადებულ თანხას. სტრატეგიების შესასწავლად ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭიროა, ტექნიკური ანალიზისა და კრიპტო ბაზრის სიღრმისეული ცოდნა.


კრიპტოში ინვესტირების დაწყება ძალიან მარტივადაა შესაძლებელი. პორტფოლიოს გასაზრდელად არ არის აუცილებელი კომპლექსური სტრატეგიის შექმნა და 24 საათის განმავლობაში ვაჭრობა. შეგიძლია უბრალოდ შეისწავლო სხვადასხვა კრიპტოვალუტები, აარჩიო ყველაზე პერსპექტიული, გადაანაწილო შენი პორტფოლიო სხვადასხვა ხარისხიან პროექტებზე და დაელოდო მოვლენების განვითარებას.


10. ორდერების შეცდომები


ზოგიერთი პლატფორმა, მაგალითად Coinbase ან Binance ისეა მოწყობილი, რომ რაც შეიძლება მარტივად შეიძინო კრიპტოვალუტა, თუმცა არიან სხვადასხვა ბირჟები, რომლებსაც საკმაოდ კომპლექსური ინტერფეისი აქვთ, რამაც შეიძლება მარტივად დააბნიოს ახალბედა კრიპტო ენთუზიასტი. ორდერის განთავსებიას ერთმა პატარა შეცდომამ შეიძლება სრული პორტფოლიო დაგაკარგვინოს.


ამ შეცდომების თავიდან ასარიდებლად, ყოველთვის გადაამოწმე შენი ორდერი თუ ტრანზაქცია, სანამ დაადასტურებ. კრიპტოთი განხორციელებული ტრანზაქციის გაუქმება შეუძლებელია.


შეჯამება


კრიპტოვალუტაში ინვესტირება საკმაოდ კომპლექსური საკითხია, მაგრამ თუ ჩვენს რჩევებს კარგად გაითვალისწინებ, თავიდან აირიდებ ყველა ამ შეცდომას, უფრო თავდაჯერებულად განახორციელებ ინვესტიციებს და ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს იქნები წარმატებასთან.


საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
579 143 663
გამოწერა
გამოგვიწერე, იყავი მუდმივად სიახლეების ეპიცენტრში და არ გამოტოვო მომგებიანი შეთავაზებები.