უკანCourses/Guidelines/Blockchain

ბლოკჩეინი არის მონაცემთა ბაზის ტიპი, ინფორმაციათა ერთობლიობა, რომელიც ფუნქციონირებს კომპიუტერების დეცენტრალიზებული ქსელებით


რა არის ბლოქჩეინი?


Image

ბლოკჩეინში არსებული ინფორმაცია ინახება ერთმანეთთან დაკავშირებულ ე.წ. ბლოკებში. ერთ ბლოკში მომხდარი ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ მოქმედებს სხვებში არსებულზე, სწორედ ამიტომ ბლოკჩეინის მონაცემთა კომპრომეტირება თითქმის შეუძლებელია. ამასთანავე, ჩაწერილი მონაცემები განახლებადია, თუმცა რადიკალურად არ იცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ციფრული ანაბეჭდის წყალობით ნებისმიერი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი.


ყველაზე ფართო გაგებით, ბლოკჩეინი ეფუძნება ბიტკოინს, მაგრამ მისგან განსხვავდება დამატებითი ფუნქციებით. ამ სტატიით ჩვენ დეტალურად აგიხსნით ყველაფერ იმას , რაც მის შესახებ უნდა იცოდეთ.


ბლოკჩეინი სხვა ტრადიციული მონაცემთა ბაზებისგან განსხვავდება ისეთი მახასიათებლებით, რომლებიც პირდაპირ მის უსაფრთხოებასა და სანდოობაზე მიუთითებს. ესენია: უცვლელობა, დეცენტრალიზაცია, გამჭვირვალობა. იმისთვის, რათა უკეთ გავიგოთ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის პრინციპი, განვმარტოთ თითოეული.


1. უცვლელობა


უცვლელობა ნიშნავს იმას, რომ იმ მონაცემის შეცვლა, რომელიც უკვე შეიქმნა და სისტემის ნაწილია, შეუძლებელია. ბლოკჩეინში უცვლელობა მიიღწევა პროცესის მეშვეობით, რომელსაც ჰეშინგს უწოდებენ. ბლოკჩეინში ჰეშინგი იწარმოება ბლოკებში არსებული ინფორმაციით. რაში მდგომარეობს ჰეშინგის სპეცფიკა?!- ჰეშინგი უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და მთლიანობის გარანტიას, ის შეიძლება ამა თუ იმ დანაშაულის მოუკერძოებელი წყაროც კი გახდეს. აქედან გამომდინარე, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ბლოკჩეინზე არსებული ინფორმაციის ნდობა, რადგან ზუსტად იცით, რომ ის ხელშეუხებელია.


2. დეცენტრალიზაცია


დეცენტრალიზაცის ზუსტად ის მნიშვნელობა აქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც ზოგადად. ე.ი. ყველა მონაწილე თანაბარ მდგომარეობაშია და არცერთს არ აქვს გადამეტებული მოქმდების პრივილეგია. დეცენტრალიზაციის უპირატესობები: 1. არ არსებობს შუამავალი დეცენტრალიზებულ სისტემაში (თუ ვინმესთვის ბიტკოინის ქსელის მეშვეობით თანხის გადარიცხვა გსურთ, ამას აკეთებთ შუამავლის გარეშე და არა ბანკებისა და სხვა ფინანსური სერვისების პრინციპით) 2. უსაფრთხოება- ბლოკჩეინის გატეხვა შეუძლებელია; 3. მონაცემთა შეჯერება და მოდიფიკაცია- ნებისმიერი არასწორი მონაცემი (გულისხმიერი შეცდომის ან მავნე მცდელობის შედეგს) სწრაფად ამოიცნობა და გასწორდება; ეფექტურობა - ქსელები ნებისიერ შემთხვევაში აგრძელებს მუშაობას. 5. ნდობა: ნდობისთვის არ დაგჭირდებათ ვინმესთან პირადი კომუნიკაციის დამყარება. ესაა ის ყოველივე, რაც ქმნის ბლოკჩეინის გარემოს, რომელიც ისწრაფვის სამართლიანობისა და თანასწორობისკენ.


3. გამჭვირვალობა


გამჭვირვალობა ტექნოლოგიის მესამე საყრდენია: ნებისმიერ ადამიანს აქვს წდომა ყველა სახის ტრანზაქციასა და მონაცემზე .


როგორ მუშაობს ბლოკჩეინი?


როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბლოკჩეინი არის გამჭვირვალე, უცვლელი და დეცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა. როცა გსურთ ცვლილება შეიტანოთ, მაგალითად, გაუგზავნოთ BTC მეგობარს, ხდება შემდეგი გარიგება: თქვენ ამატებთ ყველა შესაბამის ინფორმაციას, მაგალითად: ვინ იღებს BTC-ს და იხდით ქსელის საფასურს. შემდეგ თქვენი ტრანზაქცია ემატება ბლოკს. ეს ბლოკი იქმნება იმ მონაწილის მიერ, რომელმაც კონსენსუსის ალგორითმის მიხედვით მოიპოვა ეს უფლება (მაინერები, ვალიდიატორები და ა.შ.). რაც უფრო დიდია თქვენი ქსელის საკომისიო , მით უფრო დიდი შანსა იმისა, რომ თქვენი ტრანზაქცია უფრო სწრაფად განხორციელდეს. საბოლოოდ ბლოკი ემატება ბლოკჩეინს, რაც ნიშნავს, რომ თქვენ ვერ შეძლებთ თქვენი ტრანზაქციის უკან დაბრუნებას, თუ თავად მიმღები არ გადაწყვეტს ამას.


როგორ ჩადოთ ინვესტიცია ბლოკჩეინის ტექნოლოგიაში?!


ბლოკჩეინის ტექნოლოგიაში ინვესტირების ორი ძირითადი გზა არსებობს


კრიპტოვალუტების საშუალებით: კრიპტოვალუტის ყიდვა ნიშნავს ბლოკჩეინში მონაწილეობას. ამ გზით არა მხოლოდ შემოსავლის გამომუშავების, არამედ გარკვეული კრიპტოვალუტის ფლობისა და ხმის მიცემის შესაძლებლობაც გეძლევათ.


აქციების საშუალებით: თქვენ შეგიძლიათ ინვესტირება კომპანიათა აქციებსა და ბლოკჩეინის სტარტაპებში.


როგორ გამოვიყენოთ ბლოკჩეინი?!


რაც შეეხება ბლოკჩეინის გამოყენებას, პროცესი საკმაოდ მარტივია . თქვენ მხოლოდ უნდა მიიღოთ მისამართი, რომელზეც აგზავნით თქვენს თანხებს, შეიყვანოთ ის გაგზავნის პარამეტრში, მიუთითოთ საფასური, რომლის გადახდაც გსურთ და დაელოდოთ დადასტურებას. თანხის მიღება კი კიდევ უფრო ადვილია, რადგან, ფაქტობრივად, არაფრის გაკეთება არ მოგიწევთ.


დღესღეობით ბლოკჩეინი ფართოდ გამოიყენება ჯანდაცვის, ხელოვნების, სადაზღვეო, საბანკო, სამთავრობო, თუ სხვა ტიპის საქმიანობებში. მაგალითად: ბევრი ქვეყანა ცდილობს ბლოკჩეინზე დაფუძნებული ამომრჩეველთა სისტემის დანერგვას , რათა ხელი შეუშალოს კონკრეტული მხარის მიერ ამომრჩევლის თავის სასარგებლოდ გამოყენებას და წაახალისოს ჭეშმარიტი დემოკრატიის ჩამოყალიბება.


დავამსხვრიოთ მითები!


ბიტკოინი = ბლოკჩეინი . ბიტკოინი და ბლოკჩეინი ერთი და იგივე არაა. ორივე ერთად წარმოიშვა, მაგრამ ბლოკჩეინმა მრავალი სხვა ფუნქცია შეიძინა.


ბლოკჩეინი ბევრ ელექტროენერგიას იყენებს. ეს ეხება მხოლოდ PoW კონსენსუსის ალგორითმებს.ბლოკჩეინები, რომლებიც იყენებენ სხვა კონსენსუსის მექანიზმებს, არ ხარჯავენ იმაზე მეტ ელექტროენერგიას, ვიდრე ბევრი სხვა ტექნოლოგია.


ბლოკჩეინი ნელია. მას წამში ათასობით ტრანზაქციის დამუშავებაც კი შეუძლია.


ბლოკჩეინი მეინსტრიმისთვის საკმარისად მომწიფებული არაა. ბევრი საწარმო უკვე იყენებს ბლოკჩეინს - Forbes-ს აქვს ყოველწლიური Blockchain 50 სია, სადაც ნაჩვენებია ბიზნესები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 1 მილიარდ დოლარზე მეტია.


ცხადია, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ყვეელაზე დიდი ძალა უსაფრთხოების, გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის გარანტიაა, რაც დემოკრატიულობის პირდაპირპროპორციულია.


საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
579 143 663
გამოწერა
გამოგვიწერე, იყავი მუდმივად სიახლეების ეპიცენტრში და არ გამოტოვო მომგებიანი შეთავაზებები.