უკანCourses/Guidelines/Crypto

რა არის კრიპტოვალუტა?


Image

კრიპტოვალუტა ციფრული ფულია. დღითიდღე უფრო მეტი ადამიანი და კომპანია იწყებს მის გამოყენებას. ისევე როგორც სხვადასხვა ფიატ ვალუტებით (ლარი, დოლარი ა.შ.) კრიპტოვალუტებითაც შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქტებისა და სერვისების შეძენა.


რა არის კრიპტოვალუტა? მოკლედ რომ ვთქვათ, ის ციფრული ფულია, ხოლო უფრო ვრცლად თუ გაინტერესებთ, გააგრძელეთ ამ გაიდლაინის „რა არის კრიპტოვალუტა?“ კითხვა.


დღითიდღე უფროდაუფრო მეტი ადამიანი და კომპანია იწყებს კრიპტოვალუტის გამოყენებას. მათი უდიდესი ნაწილი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა პროდუქტებისა და სერვისების შესაძენად, ისევე როგორც ფიატ ვალუტები - ლარი, დოლარი, ევრო და ა.შ. თუმცა, ზოგიერთი კრიპტოვალუტა მხოლოდ დახურულ სისტემებში გამოიყენება, კონკრეტულ პლატფორმებზე განთავსებული სერვისების შესაძენად და ა.შ. მაგალითად: პარტია „გირჩს“ აქვს საკუთარი კრიპტოვალუტა, რომელსაც ისინი პარტიის შიგნით საკუთარი კანდიდატებისთვის ხმის მისაცემად იყენებენ.*


კრიპტოვალუტების სრული ღირებლება 2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით 960 მილიარდი დოლარია, აღსაღნიშნია ის ფაქტი, რომ მისმა ღირებულებამ 1 მილიარდ დოლარს მხოლოდ 2013 წლის აპრილში მიაღწია. სწორედ ამის გამო ხალხის დიდი ნაწილი კრიპტოვალუტას ყიდულობს იმ იმედით, რომ მისი ფასი გაიზრდება. თუმცა, ვაჭრობის ნაწილი გვერდით გადავდოთ. კრიპტო დღითიდღე პოპულარული იმის გამო ხდება, რომ მას ბევრი ადამიანი იყენებს გადახდის ერთ-ერთ მეთოდად. ამას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს:


- ის უსაფრთხოა და შეუძლებელია მისი გაყალბება იმ რთული მათემატიკური ფორმულებისა და სამხედრო დონის კრიპტოგრაფიის წყალობით, რომელიც მის უკან დგას.


- ის დეცენტრალიზებულია და თვითკმარი - არავინ არ დგას შენსა და შენს კრიპტოვალუტას შორის, ბლოკჩეინი, რომელზეც კრიპტოვალუტაა დაფუძნებული არ საჭიროებს მესამე პირს, იქნება ეს სახელმწიფო თუ ბანკი. შესაბამისად კრიპტო ტრანზაქციები გაცილებით უფრო იაფი და სწრაფია ვიდრე ფიატ ვალუტების შემთხვევაში


- დღითიდღე უფროდაუფრო მეტი კომპანია ჩნდება, ვინც კრიპტოვალუტის ტრანზაქციებს იღებს.


- ის გვაძლევს საშუალებას გავხდეთ მსოფლიო ფინანსური სისტემის ნაწილი შუამავლის, ანუ ტრადიციული ბანკების გარეშე.


- ის იძლევა ახალ შესაძლებლობებს ბიზნესებისთვის, რომ მიწვდნენ ახალ მოხმარებლებს. თუ შენ კრიპტოვალუტით გადახდას მიიღებ, მეტად სავარაუდოა, რომ შენს კონკურენტებს წაართმევ კრიპტოენთუზიასტ კლიენტებსმ რადგან შესთავაზებ მათ მეტ კომფორტს.


- კრიპტოვალუტაში ჩართვა ყოველდღე გაცილებით უფრო მარტივი ხდება, ვიდრე ეს აქამდე იყო


ფაქტები, რომელიც უნდა იცოდე კრიპტოვალუტაზე


ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტაა ბიტკოინი, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და ის კრიპტოვალუტების აღზევების დასაწყისია. კრიტპოვალუტის შექმნის მცდელობები მანამდეც ყოფილა, თუმცა მისი ისტორია იწყება ბიტკოინით.


ბიტკოინი შექმნა სატოში ნაკამოტომ, თუმცა არავინ იცის რეალურად ვინ დგას ამ ფსევდონიმის მიღმა, რომელიც იაპონური სიტყვების ერთობლიობაა და ნიშნავს - სისტემაში ნათლად მოაზროვნეს.


დღეს ათასზე მეტი კრიპტოვალუტაა გამოყენებაში. მათ შეიძლება ვუწოდოთ „ქოინები“ (ბიტკოინსა და სხვა ვალუტებს ერთად აღებულს ეწოდება ალტკოინები) და „ტოკენები“, რომლებიც შექმნილია მხოლოდ კონკრეტული პლატფორმებისთვის და ფართოდ არ გამოიყენება. ალტკოინები გამოირჩევიან სხვადასხვა თვისებებით, ზოგი მათგანის უპირატესობა ანონიმრობაა, ზოგი მათგანის - ტრანზაქციის სიჩქარე და ა.შ.


პ.ს. „ქოინი“, „ტოკენი“ თუ „მონეტა“ კრიპტოვალუტის აღსაწერად მხოლოდ მეტაფორული მნიშვნელობით გამოიყენება. კრიპტო მხოლოდ ციფრულ დავთარში ჩაწერილი მათემატიკური ალგორითმია.


შეკითხვებს, როგორიცაა „როგორ მუშაობს კრიპტოვალუტა“ შემდეგ გაიდლაინში ვუპასუხებთ. ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლია იპოვო პასუხი ნებისმიერ შეკითხვაზე, რაც კრიპტოვალუტას ეხება. თუ ვერ იპოვი, მოგვწერე!


საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
579 143 663
გამოწერა
გამოგვიწერე, იყავი მუდმივად სიახლეების ეპიცენტრში და არ გამოტოვო მომგებიანი შეთავაზებები.