უკანCourses/Guidelines/Crypto Arbitrage

როგორ ვნახოთ სარგებელი კრიპტო არბიტრაჟით


Image

თუ დიდი ხანია კრიპტო სამყაროში იმყოფებით, შეამჩნევდით, რომ არსებობს ფასებში განსხვავება, სხვადასხვა კრიპტო-ბირჟებს შორის. ყველაზე მაღალ ლიკვიდური კრიპტო აქტივიც კი-ბიტკოინი, ერთმანეთისგან განსხვავებული ფასებით ივაჭრება, განსხვავებულ ბირჟებზე. უფრო მეტიც, შესაძლოა დაფიქრებულხართ, რომ აღნიშნული განსხვავებები, შესანიშნავი საშუალებაა არბიტრაჟისთვის. თუმცა, პროცესი შესაძლოა არც ისე სწორხაზოვანი იყოს, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.


მოდით განვიხილოთ, თუ რა არის კრიპტო არბიტრაჟი და რეალურად როგორ მუშაობს


ბევრი კუთხით, კრიპტო არბიტრაჟი, პრინციპულად იგივეა, როგორც ფიატის (ქაღალდის ფულის) ან სპორტის არბიტრაჟი. არბიტრაჟი, იდეურად საკმაოდ მარტივია: ცდილობთ, რომ ფულადი სარგებელი მიიღოთ, ერთი და იგივე კრიპტო ვალუტის განსხვავებული ფასით - კრიპტო ბირჟებზე.


სხვა სიტყვებით, ყიდულობთ იაფად და ყიდით უფრო ძვირად.


ფასთა შორის სხვაობა, განსხვავებულ ბირჟებს შორის, შესაძლოა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყოს, რაც კრიპტო-მოვაჭრეებს რეალურ შესაძლებლობას აძლევს, იშოვონ ფული.


არსებობს სამი განსხვავებული გზა, კრიპტო არბიტრაჟის გასაკეთებლად


რეგულარული (ჩვეულებრივი) არბიტრაჟი, რაც გულისხმობს, ერთი და იგივე კრიპტო ვალუტის ყიდვას და შემდეგ გაყიდვას - ფასით მნიშვნელოვნად განსხვავებულ ბირჟებზე.


სამკუთხა არბიტრაჟი, რომელიც მოიცავს, ერთ ბირჟაზე არსებულ სამ კრიპტო ვალუტას შორის ფასთა განსხვავებას. თქვენ ცდილობთ, გააკეთოთ მოგება, მათი კონვერტაციით, მაგალითად, ყიდულობთ ბიტკოინს დოლარით, შემდეგ ბიტკოინის ყიდით ეთერიუმში და ცვლით ეთერიუმს დოლარში.


ავტომატური არბიტრაჟი. ზოგიერთი კომპანია, სპეციალიზდება ავტომატური კრიპტო არბიტრაჟის პროგრამების შექმნაში. მაგალითად, ერთ-ერთი ლიდერი, ამ სფეროში, არის კომპანია ArbiSmart, რომელიც საშუალებას იძლევა, მარტივად მოვახდინოთ ფულადი სახსრების დეპოზირება (განთავსება), გეგმის არჩევა და შემდეგ სარგებლის ნახვა ავტომატიზირებული არბიტრაჟ ვაჭრობით.


მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მიდგომები მუშაობს და სარგებლის მომტანია, კონკრეტულ ბირჟებზე, შესაძლოა მაინც რთულად აღმოსაჩენი იყოს სამკუთხა არბიტრაჟის პოტენციური შესაძლებლობების პოვნა. ამასთანავე, ერთ ბირჟაზე, დიდი აქტივებით ვაჭრობის შემთხვევაში, შესაძლოა მნიშვნელოვანი ფასდაკლებაც მიიღოთ საკომისიოზე, რაც დადებითად აისახება თქვენს მოგებაზე. ყველაზე მარტივი საშუალება, კრიპტო არბიტრაჟისთვის, არის სპეციალური პროგრამის გამოყენება, თუმცა ასეთ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენი სერვისის მომწოდებელს და თუ რამდენს ითხოვს აღნიშნულ მომსახურებაში.


რატომ შეიძლება იყოს კრიპტო არბიტრაჟი სარფიანი


სიმარტივისთვის, გამოვიყენებთ სტანდარტული არბიტრაჟის მაგალითები. არსებობს ბევრი მიზეზი, რატომაც შესაძლოა დაინტერესდეთ არბიტრაჟით, მათ შორის:


სწრაფი მოგება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ესაა გონივრული გზა აქტივების გასაზრდელად. ამავე დროს, აღნიშნული პროცესით უფრო სწრაფად ხდება სარგებლის მიღება, ვიდრე ტრადიციული ვაჭრობით.


შესაძლებლობების ფართო არჩევანი. არსებობს 200-ზე მეტი ბირჟა, სადაც შეგიძლიათ კრიპტო ვალუტების ყიდვა-გაყიდვა, რაც თავის მხრივ, არბიტრაჟის უამრავ შესაძლებლობას იძლევა.


კრიპტო ბაზარი ჯერ კიდევ ახალბედა და ვოლატილურია. შესაბამისად, უმეტესობა ბირჟები, არ აზიარებენ ინფორმაციას და მუშაობენ თავისთვის. უმეტესობა კრიპტო ვალუტები, განიცდიან ფასში სწრაფ ზრდას და ვარდნას, რაც იწვევს ფასთა შორის სხვაობის წარმოქმნას სხვადასხვა ბირჟებზე და შესაბამისად არბიტრაჟის შესაძლებლობას.


ნაკლები კონკურენციაა ტრადიციულ ბაზრებთან შედარებით. ბევრი არბიტრაჟ თრეიდერი არ მუშაობს კრიპტო ვალუტებზე, რაც აღნიშნულ სფეროს ნაკლებად კონკურენტულს ქმნის.


კრიპტო ვალუტების ფასთა განსხვავები მერყეობს 3-5% შორის, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლოა 30-50% მიაღწიოს.


უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტო არბიტრაჟი საუკეთესოდ მუშაობს, როდესაც დიდი ოდენობის აქტივებით ვაჭრობთ. მცირე თანხებით ვაჭრობით შემთხვევაში, მოგების შესაძლოა მიზერული იყოს და არ გიღირდეთ მასში დროის დაკარგვა, შესაბამისად მნიშვნელოვანია გააკეთოთ კვლევა და სწორად დაგეგმოთ და დაითვალოთ პოტენციური შედეგები.


როგორ დავითვალოთ კრიპტო არბიტრაჟის ხარჯები და მოგება


ყველა შემთხვევა, გარკვეულწილად განსხვავებულია, თუმცა, როგორც წესი. მოგიწევთ შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება:


ყიდვისას არსებული გადასახადები ბირჟაზე


სხვა ბირჟაზე, სადაც ყიდით, მანდ აქტივის გადატანის საკომისიო


კრიპტო ვალუტების გაცვლის საკომისიო


გაყიდვის საკომისიო


თანხის გამოტანის, საბანკო ანგარიშზე დასმის საკომისიო


გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დამატებითი ფაქტორების გათვალისწინებაც, როგორიცაა:


ბაზრის ვოლატირულობა. ზოგიერთი კრიპტო ვალუტა უფრო მეტად ცვალებადია, ვიდრე სხვები, შესაბამისად ფასები იმაზე მეტად შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს, ვიდრე ამას ელოდები.


გადასახადები და ადგილობრივი კანონმდებლობა. ზოგიერთ ქვეყანაში, კრიპტო ვაჭრობისას, მოგების გადასახადი არსებობს, ამიტომ, მნიშვნელოვანია იცნობდნენ ადგილობრივ კანონმდებლობას.


ავიღოთ კონკრეტული მაგალითი. დავუშვათ ბირჟა Bitstamp-ზე, ბიტკოინის ფასია 3821 დოლარი, ხოლო მეორე ბირჟა Bitfinex-ზე, 4032 დოლარი. ფასთა შორის განსხვავება 211 დოლარია. თუ შეძლებთ 5 ბიტკოინის ყიდვას ერთგან, მეორე ბირჟაზე გაყიდვით 1055 დოლარის მოგებას ნახავთ. ბირჟაზე დოლარის შეტანას, თუ SEPA-ს მეშვეობით გააკეთებთ, რასაც დაახლოებით 2 დღეს ესაჭიროება, საკომისიო 0% იქნება. შემდეგ, დოლარით თუ 5 ბიტკოინს შეიძენთ, ყიდვის საკომისიო იქნება 47.7 დოლარი. საბედნიეროდ, გატანის საკომისიო Bitstamp-ზე უფასოა.


შემდეგ, აღნიშნული ბირჟიდან Bitfinex-ზე გატანის პროცესს, დაახლოებით 20 წუთი დასჭირდება. Bitfinex-ზე თანხის დეპოზირებაც ასევე უფასოა. დავუშვათ, ამ 20 წუთის პერიოდში, ბიტკოინის ფასმა დაიკლო 5%-ით, ამ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ მის გაყიდვას 4010 დოლარად, ანუ 943 დოლარის მოგებით. ასევე, დავუშვათ 5 ბიტკოინის გაყიდვის დროს, საკომისიო არის 0.2% (0.01 BTC), რის შედეგადაც მიიღებთ 20 009 დოლარს, თუ ყველა ხარჯს გამოვაკლებთ, მოგება დაგრჩებათ 895 დოლარი.


სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა გადაწყვიტოთ ვაჭრობის გაგრძელება ან თანხის განახდება საბანკო ანგარიშზე, რისი საკომისიოც მერყეობს 0.1 დან 3%-მდე. ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენი აქტივებიდან, უნდა ელოდოთ 3-15 % მდე ხარჯებს გადასახადებსა და საკომისიოზე.


როგორ მოვძებნოთ კრიპტო არბიტრაჟის შესაძლებლობები


კრიპტო არბიტრაჟის შესაძლბელობების სანახავად, შეგიძლიათ გამოიყენოთ, ისეთი რესურსები, როგორიცაა:


Coingapp


Crypto Arbitrage App


Coinarbitrage.org


Arbitrage.expert


Tokenspread.com


ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია, გათვალოთ, ღირს შესვლა თუ არა არბიტრაჟში, როგორც ზევით ვისაუბრეთ, ფასთა შორის სხვაობა მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რათა საკომისიოების, გადასახადების, თუ ბაზრის ვოლატირულობის გამო, პირიქით არ იზარალოთ.


საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
579 143 663
გამოწერა
გამოგვიწერე, იყავი მუდმივად სიახლეების ეპიცენტრში და არ გამოტოვო მომგებიანი შეთავაზებები.