უკანCourses/Guidelines/Cryptocurrency differences

რითი განსხვავდება კრიპტოვალუტები?


Image

კრიპტოვალუტებს შორის მთავარი განსხვავება მათი შექმინის პროცესსა და მათ გამოყენებაში მდგომარეობს. ზოგიერთი ქოინი, როგორიცაა ბიტკოინი, დეში და მონერო იქმნება მაინინგის გზით, რაც გულისხმობს სპეციალური მძლავრი მოწყობილობების მიერ რთული კრიპტოგრაფიული განტოლებების ამოხსნას. როცა...


როგორ იქმნება და როგორ გამოიყენება ქოინები


ზოგიერთი ქოინი, როგორიცაა ბიტკოინი, დეში და მონერო იქმნება მაინინგის გზით, რაც გულისხმობს სპეციალური მძლავრი მოწყობილობების მიერ რთული კრიპტოგრაფიული განტოლებების ამოხსნას. როცა განტოლება ამოხსნილია, სისტემა მაინერს აჯილდოვებს ახალი ქოინებით (ბიტკოინი, დეში და ა.შ.). შემდეგ მაინერს შეუძლია ეს ქოინები გაყიდოს ფიატ ვალუტის (ლარი, დოლარი და ა.შ.) სანაცვლოდ.


სხვა ქოინებს, როგორიცაა NEM (XEM), აქვთ განსხვავებული ტიპის ალგორითმი, რომელიც არ საჭიროებს სპეციალურ მოწყობილობებს, მაინერებს. და ასევე არსებობს კრიპტოვალუტები, როგორიცაა Ripple, IOTA, რომელთა მაინინგიც შეუძლებელია და ახალ ქოინებს მათ უკან მდგარი ორგანიზაციები ქმნიან.


როდესაც გამოყენებაზეა საუბარი, ბიტკოინია კრიპტოვალუტა, რომელიც ყველაზე ფართო მიმღებლობით გამოირჩევა ვაჭრებსა და სერვისების მიმწოდებლებში. დანარჩენები, როგორიცაა ლაიტკოინი (LITECOIN) და დეში (DASH), მუშაობენ იმაზე, რომ მოხმარებლებს კრიპტოს დახარჯვის სხვადასხვა შესაძლებლობები შესთავაზონ. მაგრამ ყოველდღიური გამოყენება - ყავისა და ტანსაცმლის თუ სხვა მსგავსი საყოფაცხოვრებო ნივთების ყიდვა - არ არის კრიპტოვალუტების მთავარი მიზანი. მაგალითად, ეთერიუმი (Ether) მეტწილად გამოიყენება ბლოკჩეინზე არსებული სხვადასხვა პლატფორმებისა და აპლიკაციების გადახდის სისტემებისთვის.


ასევე მნიშვნელოვანი განსხვავება კრიპტოვალუტებს შორის მდგომარეობს მათ კონფიდენციალურობასა და ტრანზაქციების სიჩქარეში. ამ მომენტისათვის, ბიტკოინის ტრანზაქციები შედარებით ნელი და ნაკლებად ანონიმურია, ვიდრე დეშისა (DASH) და მონეროს (MONERO) შემთხვევაში. მაგრამ ბიტკოინი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გააუმჯობესოს კონფიდენციალურობა და ტრანზაქციების სიჩქარე მომავალში.


საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
579 143 663
გამოწერა
გამოგვიწერე, იყავი მუდმივად სიახლეების ეპიცენტრში და არ გამოტოვო მომგებიანი შეთავაზებები.