უკანCourses/Guidelines/Ethereum
Image

რა არის და როგორ მუშაობს ეთერიუმი


ეთერიუმი წარმოადგენს გლობალურ, დეცენტრალიზებულ  პროგრამულ პლატფორმას, რომელიც მუშაობს ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე. ის ყველაზე მეტად ცნობილია, მისი მშობლიური კრიპტო ვალუტით - ეთერით (ETH).


ეთერიუმი, ყველას შეუძლია გამოიყენოს, დაცული ციფრული ტექნოლოგიის შესაქმნელად. მას აქვს ტოკენი, რომელიც შექმნილია, ბლოკჩეინზე შესრულებული სამუშაოს დაჯილდოვებისთვის, ამასთანავე, მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქტებისა და სერვისების შესაძენად (თუ სერვისების თუ პროდუქციის მომწოდებელი თანახმაა აღნიშნული კრიპტო ვალუტის მიღებაზე).


ეთერიუმი შექმნილია, რომ იყოს ზრდადი(განვითარებადი), პროგრამირებადი, დაცული და დეცენტრალიზებული ტექნოლოგია. აღნიშნული ბლოკჩეინი, უმეტესობა დეველოპერების და კომპანიების რჩეულია, რომლებიც თავიანთ ციფრულ პროდუქტებს ქმნიან სწორედ ეთერიუმის ბლოკჩეინზე.


მას აქვს ე.წ ჭკვიანი კონტრაქტების მხარდაჭერა, როგორც აუცილებელი საშუალება, დეცენტრალიზებული აპლიკაციების უკან. ბევრი დეცენტრალიზებული ფინანსების და სხვა ტიპის აპლიკაციები იყენებენ ჭკვიან კონტრაქტებს, ბლოკჩეინ ტექნოლოგიებთან ერთად.


ვიტალიკ ბუტერინი, რომელიც ეთერიუმის შემქმნელად მიიჩნევა, 2014 წელს, გამოაქვეყნა ტექნიკური დოკუმენტი, რომელსაც კრიპტო სფეროში „თეთრ ქაღალდს“ ეძახიან. 2015 წელს კი, ეთერიუმის პლატფორმა, ჩაეშვა ვიტალიკ ბუტერინის და ჯო ლუბინის მიერ.


ეთერიუმის შემქმნელები, ერთ ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც გაითავისეს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დიდი პოტენციალი, მისი, ვირტუალური გადახდის მეთოდად გამოყენების მიღმა. 


დროთა განმავლობაში, ეთერიუმი, საბაზრო ღირებულებით მეორე კრიპტო ვალუტა გახდა, რომელსაც მხოლოდ ბიტკოინი უსწრებს.


ბლოკჩეინ ტექნოლოგია


ეთერიუმი, როგორც სხვა კრიპტო ვალუტები, დაკავშირებულია ბლოკჩეინ ტექნოლოგიასთან. წარმოიდგინეთ, ბლოკების ძალიან გრძელი ჯაჭვი. ახალ ბლოკში არსებული ინფორმაცია, ემატება ყველაზე, მანამდე შექმნილ ბლოკს. 


აღნიშნული ბლოკჩეინის ვალიდაცია ხდება ავტომატური პროგრამების ქსელით, რომლებიც კონსენსუსამდე მიდიან, ტრანზაქციის ვალიდურობასთან დაკავშირებით. კონსენსუსის მიღწევამდე, შეუძლებელია, ბლოკჩეინში რაიმე სახის ცვლილებების შეტანა.


კონსენსუსის მიღწევა ხდება ალგორითმით, რომელსაც, კონსენსუსის მექანიზმი ეწოდება. ეთერიუმი იყენებს Proof of Stake ალგორითმს, სადაც ქსელის მონაწილეები, რომელთაც ვალიდატორებს ეძახიან, ქმნიან ახალ ბლოკებს და ერთად მუშაობენ, ბლოკში არსებული ინფორმაციის დადასტურებისთვის.


Proof of Stake მექანიზმი


Proof of Stake, განსხვავდება, მეორე გავრცელებული კონსენსუს მექანიზმისგან, რომელსაც Proof of work (ენერგიის დახარჯვის, მუშაობის მტკიცებულება), სადაც, ბლოკის ვალიდაციისთვის, კრიპტოგრაფიული ამოცანის ამოხსნაა საჭირო, რომელსაც დიდი ენერგია სჭირდება, ელექტროენერგიის სახით, ამ პროცეს, ასევე ეძახიან მაინინგს. 


იმისათვის, რომ სოლო ვალიდატორი გახდეთ, საჭიროა 32 ეთერიუმის დასტეიკება. უმფრო მცირე რაოდენობის ეთერიუმის ქონის შემთხვევაში, უნდა შეუერთდეთ საერთო ვალიდაციის ქსელს, საიდანაც მიიღებთ ეთერიუმის წილს. 


ვალიდატორები, არაკეთილსინდისიერი ქმედებისთვის ისჯებიან, მაგ. მათ ხელთ არსებული ეთერიუმის ჩამოჭრა/კონფისკაცია ხდება.


ეთერიუმის საფულე


ეთერიუმის მფლობელები, კრიპტო საფულეს იყენებენ ეთერიუმის შესანახად. კრიპტო საფულე, ციფრული ინტერფეისია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, აკონტროლოთ ბლოკჩეინზე არსებული თქვენი ეთერიუმი. საფულეს აქვს მისამართი, რომელიც საფოსტო მისამართის ანალოგიურ ფუნქციას ასრულებს.


ეთერიუმი, სინამდვილეში არ ინახება თქვენს საფულეში, არამედ საფულე ინახავს ე.წ პირად გასაღებს, რომელიც დამახსოვრებაც უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან სხვა შემთხვევაში, ვერ მოახერხებთ თქვენს ეთერიუმთან წვდომას.


ისტორიული გაყოფა


ეთერიუმის ისტორიაში, ერთ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ეთერიუმის ბლოკჩეინის გაყოფა, რომლის შედეგადაც წარმოიქმნა ორი პარალელური ბლოკჩეინი, ეთერიუმი და კლასიკური ეთერიუმი. აღნიშნულ მოვლენას წინ უძღვოდა, 50 მილიონი ეთერიუმის მოპარვა, რომელიც უნდა მოხმარებულიყო კონკრეტულ პროექტს.


ეთერიუმის მომხმარებლების უმეტესობამ მხარი დაუჭირა, რომ მომხდარიყო ბლოკის უარყოფა, რომლითაც მოხდა თანხის მოპარვა და უკან დააბრუნეს ბლოკჩეინის ისტორია.


თუმცა, ბლოკჩეინის მცირე ნაწილმა, რომლებიც მიიჩნევდნენ რომ, არავითარ შემთხვევაში, მონაწილეებმა არ უნდა შეცვალონ ბლოკჩეინის თანმიმდევრობა, თუნდაც მსგავსი სიტუაციის დროს, გადაწყვიტეს ბლოკჩეინის ორიგინალი ვერსიის შენარჩუნება, რასაც მოყვა მისი გაყოფა.


ეთერიუმი vs ბიტკოინი


ხშირად ეთერიუმის შედარება ხდება ბიტკოინთან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ კრიპტო ვალუტას ბევრი საერთო აქვს, არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები.


ეთერიუმი, მისი შემქმნელების მიერ, მოიხსენიება როგორც „მსოფლიოს პროგრამირებადი ბლოკჩეინი“ და მისი პოზიციონირება ხდება, როგორც ელექტრონული, პროგრამირებადი ქსელი, ბევრი გამოყენებით. განსხვავებით, ბიტკოინის ბლოკჩეინს, მხოლოდ ბიტკონის კრიპტო ვალუტის მხარდაჭერა შეუძლია.


ბიტკონის მაქსიმალური რაოდენობა 21 მილიონზეა შეზღუდული. ეთერიუმის შემთხვევაში კი, მისი რაოდენობა შეუზღუდავია, თუმცა წლის განმავლობაში გამოშვებული ეთერიუმის რაოდენობა, ანუ ინფლაცია კონტროლდება. დღეისათვის, ქსელში არსებული ეთერიუმის რაოდენობა 122 მილიონს აჭარბებს.


ეთერიუმის მომავალი


ეთერიუმი 2022 წელს, proof of work კონსენსუსის მექანიზმიდან, გადავიდა proof of stake მექანიზმზე, რამაც ენერგიის მოხმარება 90%-ზე მეტით შეამცირა. სამომავლო განვითარების გეგმებშია, ისეთი ცვლილებების შეტანა, რომელიც, ეთერიუმის ბლოკჩეინს უფრო სწრაფს გახდის, შეამცირებს ქსელის ტრანზაქციების საკომისიოს და საშუალებას მისცემს მას, მოკლე დროში, ბევრად დიდი რაოდენობის, რთული და მარტივი ტრანზაქციები შეასრულოს.


საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
579 143 663
გამოწერა
გამოგვიწერე, იყავი მუდმივად სიახლეების ეპიცენტრში და არ გამოტოვო მომგებიანი შეთავაზებები.