უკანCourses/Guidelines/Ethereum gas fee

ეთერიუმის ტრანსაქციის საკომისიო


Image

საწვავი (Gas), ასე ეძახიან ტრანზაქციის საკომისიოს, რომელიც საჭიროა ტრანზაქციის ან ჭკვიანი კონტრაქტის განსახორციელებლად. საკომისიო, იანგარიშება ეთერიუმის მცირე ფრაქციებით - დენომინაციით, რომელსაც გვეი (gwei) ეწოდება, ის ეთერიუმის 1 მემილიარდედი ნაწილია. აღნიშნული საკომისიო, მიდის ქსელის ვალიდატორებთან, რომლებიც თავის მხრივ აწვდიან საჭირო რესურსებს, რათა ტრანზაქციები განხორციელდეს.


საწვავის ზუსტი ფასის დადგენა ხდება მოთხოვნა/მიწოდებისა და კონკრეტულ მომენტში, ქსელის დატვირთვის მიხედვით.


თავდაპირველად, საწვავის ცნება შემოვიდა, რათა მაინერების კომპენსაცია მომხდარიყო, მათ მიერ, ბლოკჩეინის გამართულად მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის. ეთერიუმის proof of stake ტექნოლოგიაზე გადასვლის შემდეგ, ტრანზაქციის საკომისიო გახდა ერთგვარი ჯილდო, რომელსაც ეთერიუმის სტეიკერები იღებენ, ტრანზაქციის ვალიდაციაში მონაწილეობის მიღებისთვის.


საწვავის ფასი, კონკრეტული ტრანზაქციისთვის, შეგვიძლია განვიხილოთ როგორც, შესასრულებელი სამუშაოს სირთულის პროპორციული. ერთ ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს საწვავის ფასზე, არის ქსელის დატვირთვა, რაც უფრო დატვირთულია ქსელი, მით მაღალია საწვავის ფასი და პირიქით.


ეთერიუმი, როგორც პლატფორმა, ისეა შექმნილი, რომ იყოს გამოყენებადი სხვების მიერ, განსხვავებული დანიშნულების ციფრული პროდუქტების შესაქმნელად. სპეციალური პროგრამა, რომელსაც ეთერიუმის ვირტუალი მანქანა (EVM) ეწოდება, საშუალებას იძლევა შეიქმნას სხვადასხვა ტიპის, ბლოკჩეინზე დაფუძნებული აპლიკაციები.


ბევრი დეცენტრალიზებული აპლიკაცია, კრიპტო ვალუტა და ტოკენი, შექმნილია EVM-ის გამოყენებით. ყველა, ამ გზით შექმნილი ციფრული პროდუქტი, ასევე საჭიროებს ტრანზაქციის საკომისიოს გადახდას gwei-ს სახით.


საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
579 143 663
გამოწერა
გამოგვიწერე, იყავი მუდმივად სიახლეების ეპიცენტრში და არ გამოტოვო მომგებიანი შეთავაზებები.