უკანCourses/Guidelines/PoW

POW - მუშაობის დამადასტურებელი ალგორითმი


Image

რა არის მუშაობის დამადასტურებელი ალგორითმი


მუშაობის დამადასტურებელი ალგორითმი წარმოადგენს სისტემას, რომელსაც სჭირდება საკმაო ძალისხმევა და რესურსი იმისათვის, რომ არ მოხდეს გამოთვლითი ძალების ბოროტად, ან არამიზნობრივად გამოყენება, მაგალითად: ელ ფოსტებზე სპამების გასაგზავნად. აღნიშნული სისტემა, 2004 წლიდან გამოიყენება ციფრული აქტივების უსაფრთხოებისთვის.


ჰელ ფინიმ კი ეს ყველაფერი სისრულეში მოიყვანა ჰეშირების ალგორითმის დახმარებით. 2009 წელს ბაზარზე გამოჩენისთანავე, ბიტკოინი გახლდათ პირველი ინსტრუმენტი, სადაც ფართოდ იყო გამოყენებული ჰელ ფინის იდეა ციფრული აქტივების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ფინი ასევე იყო ბიტკოინის პირველი ტრანზაქციის მიმღები. მუშაობის დამადასტურებელი ალგორითმი ასევე საფუძვლად უდევს სხვა ბევრ კრიპტოვალუტას, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო დეცენტრალიზირებულ კონსესუსს.


მუშაობის დამადასტურებელი ალგორითმის არსი


მოდით ფოკუსირება მოვახდინოთ და განვიხილოთ მუშაობის დამადასტურებელი ალგორითმი უფრო დეტალურად, რადგან ეს ალგორითმი ფუნქციონირებს ბიტკოინის ქსელში. ბიტკოინი არის ციფრული ვალუტა, რომელსაც მხარს უჭერს ციფრული ჩანაწერების დეცენტრალიზებული დავთარი , რომელიც ცნობილია ბლოქჩეინის სახელით. ბლოქჩეინი შეიცავს ინფორმაციას ყველა ბიტკოინ ტრანზაქციის შესახებ, რომელიც ისახება ორგანიზებული “ბლოკების“ სახით ისე, რომ ვერცერთი მომხმარებელი ვერ მოახერხებს გახარჯოს საკუთარი სახსრები ორჯერ. იმისათვის, რომ მოხდეს ყალბი ჩანაწერების აღმოფხვრა, სისტემა არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, არასწორი ჩანაწერი კი აღმოჩენისთანავე მომენტალურად წაიშლება სხვა მომხმარებლის მიერ.


პრაქტიკაში მომხმარებლები აღმოაჩენენ ფალსიფიკაციას ჰეშების დახმარებით, გრძელი რიცხვების ჩანაწერები გამოიყენება, როგორც მუშაობის დამადასტურებელი ალგორითმი. მოათავსეთ მოცემული მონაცემები ჰეშირების ფუნქციაში (ბიტკოინის შემთხვევაში SHA-256) და ეს მონაცემები დააგენერირებს მხოლოდ ერთ ჰეშს. საწყისი დეტალების მცირედი ცვლილებაც კი ჰეშირების უცხო ტიპის ჰეშამდე. როგორიც არ უნდა იყოს საწყისი მონაცემები, ჰეში, რომელიც დაგენერირდა მსგავსი ფუნქციით, ყოველთვის იქნება ერთი და იგივე სიგრძის ჩანაწერების სახით. ჰეში არის ცალმხრივი ფუნქცია და მისი გამოყენება არ შეიძლება საცყისი მონცემების მიღების მიზნით. ის გამოიყენება მხოლოდ იმის გადასამოწმებლად, რომ მონაცემებმა რომლებმაც დააგენერირა ჰეში ემთხვევა თუ არა საწყის მონაცემებს. ბიტკოინის ტრანზაქციების ნაკრებისთვის, ნებისმიერი ჰეშის გენერირება ტრივიალური იქნება თანამედროვე კომპიუტერისთვის, ამიტომ პროცესის სამუშაოდ გადაქცევის მიზნით, ბიტკოინის ქსელი ადგენს სირთულის გარკვეულ დონეს. ეს პარამეტრი ისეა მორგებული, რომ ახალი ბლოკი "მოიპოვება" - ემატება ბლოკჩეინში მოქმედი ჰეშის გენერირების გზით, დაახლოებით ყოველ 10 წუთში. სირთულის რეგულირება ხდება ჰეშისთვის მიზნის დასახვით. რაც უფრო დაბლაა მიზანი, მით უფრო ცოტაა ნებადართული ჰეშები და რთულია მათი გენერირებაც. პრაქტიკაში ეს გვევლინება ციფრების სახით, ჰეშების ჩანაწერები იწყება ბევრი ნულებით.


განსაკუთრებული მოსაზრებები POW-ზე


ვინაიდან მოცემული მონაცემების ნაკრებს მხოლოდ ერთი ჰეშის გენერირება შეუძლია, როგორ დარწმუნდებიან მაინერები, რომ გენერირება ხდება სამიზნეზე ქვემოთ? ისინი ცვლიან მონაცემებს მთელი რიცხვის დამატებით, რომელსაც ეწოდება "ერთხელ გამოყენებული რიცხვი". სწორი ჰეშის აღმოჩენის შემდეგ, ის გადაიცემა ქსელში და ბლოკი ემატება ბლოკჩეინს.


მაინინგი-კონკურენტული პროცესია, მაგრამ ეს უფრო ლატარეაა, ვიდრე რბოლა. საშუალოდ ყოველ ათ წუთში ვინმე გამოიმუშავებს მისთვის საჭირო ჰეშებს მაგრამ ვინ იქნება ეს ვინ გამოცნობს. მაინერები იკრიბებიან ერთად, რათა გაზარდონ მაინინგ ბლოკების მოპოვების შანსები, რაც ქმნის ტრანზაქციის საკომისიოებს და შეზღუდული დროით, ჯილდოს ახლად შექმნილი ბიტკოინების სახით. სამუშაოს დადასტურება უკიდურესად ართულებს ბლოკჩეინის ნებისმიერი ასპექტის შეცვლას, რადგან ასეთი ცვლილება მოითხოვს ყველა შემდგომი ბლოკის ხელახლა მაინინგს. ის ასევე ართულებს მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის ქსელის გამოთვლითი სიმძლავრის მონოპოლიზებას, ვინაიდან ჰეშის ფუნქციების შესასრულებლად საჭირო აპარატურა და სიმძლავრე ძვირია.


სამუშაოს დადასტურების მაგალითი


მუშაობის დადასტურება მოითხოვს, რომ კომპიუტერი შემთხვევით ჩაერთოს ჰეშირების ფუნქციებში, სანამ არ იქნება წინა ნულების სწორი მინიმალური რაოდენობა. მაგალითად: ჰეში #660000 ბლოკისთვის, რომელიც მოპოვებული იყო 2020 წლის 4 დეკემბერს არის 0000000000000000008eddcaf078f12c69a439dde30dbb5aac3d9d94e9c18f6. ჯილდო კი იყო 6.25 BTC. ეს ბლოკი ყოველთვის შეიცავს 745 ტრანზაქციას, რომელიც მოიცავს 1666 ბიტკოინზე ოდნავ მეტს ისევე, როგორც წინა ბლოკის სათაურს. თუ ვინმე ცდილობდა ტრანზაქციის თანხის შეცვლას თუნდაც 0.000001 ბიტკოინით, შედეგად მიღებული ჰეში ამოუცნობი იქნებოდა და ქსელი უარს იტყოდა ტრანზაქციაზე. შესაბამისად თაღლითობის მცდელობაც უშედეგო იქნებოდა.


საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
579 143 663
გამოწერა
გამოგვიწერე, იყავი მუდმივად სიახლეების ეპიცენტრში და არ გამოტოვო მომგებიანი შეთავაზებები.