Trezor-ის მყარი საფულეების გაყიდვები 1000%-ით გაიზარდა
მყარი საფულის მწარმოებელმა კომპანია Trezor-მა 1000%-ით გაზარდა თავისი გაყიდვები, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი მაჩვენებელია, თუმცა ამას საკმაოდ საინტერესო ახსნა აქვს.

მოგეხსენებათ, რომ მყარი საფულის გიგანტმა მწარმოებელმა Ledger-მა თავიანთ საფულეებზე 12-სიტყვიანი უსაფრთხოების კოდის აღდგენის ფუნქციის დაამატება დაანონსა. ამან Ledger-ის მომხმარებლები უსაფრთხოებაზე დააფიქრა. პრობლემის დანახვისთანავე Ledger-მა ეს დაანონსებული სიახლე განუსაზღვრელი ვადით გადადო, თუმცა ამ ქმედებამ კომპანიას მოხმარებლების ნდობა ვერ დააბრუნებინა.
მეორეს მხრივ, Trezor-მა, რომელიც ასევე წლებია მყარ საფულეებს აწარმოებს, ყოველგვარი მოქმედების გარეშე გაყიდვებში 1000%-იანი ზრდის მაჩვენებელი დააფიქსირა, რადგან Ledger-ის მოხმარებლებმა ნდობა დაკარგეს და Trezor-ს მიანიჭეს უპირატესობა.
გარდა იმისა, რომ Ledger-მა დაკარგა მომხმარებლების ნდობა, ისიც აღსაღნიშნია, რომ FTX-ის თაღლითობის შემდეგ ბევრი ადამიანი აღარ ენდობა ონლაინ საფულეებს და მყარი საფულის მოხმარებელთა რიცხვი დღითი-დღე საგრძნობლად იზრდება. ცხადია, ეს ფაქტიც განაპირობებს Trezor-ის გაყიდვების ასეთ ზრდას.