PEPE ქოინი სავაჭრო მოცულობით ბოლო 24 საათის განმავლობაში ტოპ 10 კრიპტოვალუტას შორის აღმოჩნდა
საინტერესოა ის ფაქტი, რომ მისი ამგვარი ზრდის მიუხედავად, ის 2%-ით გაუფასურდა, თუმცა აქვე აღსაღნიშნია ისიც, რომ ბოლო 1 კვირის განმავლობაში 70%-იანი, ხოლო ბოლო 2-კვირიან პერიოდში 650%-იანი ზრდის მაჩვენებელი ჰქონდა და მისი ამჟამინდელი ღირებულება არის $0.00000192.

გამომდინარე იქიდან, რომ PEPE მიმ-ქოინია, და მას არანაირი განსაკუთრებული დანიშნულება თუ გამოყენება არ გააჩნია, ძალიან მოულოდნელია მისი ასეთი აღმასვლა. PEPE-მ ტოპ მიმ-ქოინებს DOGE-სა და SHIBA-ს გაასწრო და თავისი ადგილი დაიმკვიდრა, როგორც მიმ-ქოინების ახალმა მეფემ.
მის ჩარტს რომ შევხედოთ, დავინახავთ, რომ კორექცია უკვე შესრულდა და ეს ნიშნავს იმას, რომ მას მარტივად შეუძლია გააგრძელოს ზრდა.
შეუძლია PEPE-ს ფასს მიაღწიოს $1-იან ნიშნულს?
მოდი გამოვთვალოთ, რა უნდა მოხდეს რომ მან 1$-იან ნიშნულს მიაღწიოს. მისი ამჟამინდელი ღირებულება შეადგენს.
PEPE-ს განსაზღვრული აქვს მაქსიმალური რაოდენობის ქოინები, რომლის შემდეგაც მისი გენერირება შეწყდება და ეს რიცხვი არის 420,690,000,000,000, (420 ტრილიონ, 690 მილიარდი), ამჟამად სულ შექმნილია ქოინების 93%, ანუ დარჩენილია მხოლო 7%. საშუალოდ და უხეშად რომ ვიანგარიშოთ, ერთი PEPE-ს ფასი 1$-ს რომ შეადგენდეს, მისი კაპიტალიზაცია უნდა იყოს 420 ტრილიონი. დღევანდელი მდგომარეობით სრული კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია 1.19 ტრილიონია. დანარჩენი დასკვნები შეგიძლიათ თავად გამოიტანოთ.
თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თუ ის 1$-ს ვერასოდეს მიაღწევს, მაშინ არ ღირს მასში ინვესტირება. მას ნამდვილად შეუძლია გაორმაგდეს, ან გასამმაგდეს, შეიძლება გაათმაგდეს კიდეც.
მსგავს პროექტებში ადრეული ინვესტორები კარგ სარგებელს ნახულობენ ხოლმე, თუმცა მიმ-ქოინებისგან სტაბილურობასა და მუდმივ ზრდას ნამდვილად არ უნდა ველოდოთ, რადგან მათ "ჰაიპის" გარდა არაფერი უმაგრებს ზურგს.