BackCourses/Guidelines/მაინინგიvsსტეიკინგი

მაინინგი თუ სთეიქინგი?


ეს კითხვა ყოველთვის აქტუალურია და საკმაოდ ვრცელ დისკუსიებს იწვევს. ამ გზამკვლევში განვიხილავთ მაინინგისა და სთეიქინგის დადებით და უარყოფით მხარეებს და, ასევე, თან დაგირთავთ ექსელის ფაილს, რათა თავად გადაწყვიტოთ, თუ რომელია თქვენთვის საინტერესო.


Image

მაინინგი


მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვადასხვა კრიპტოვალუტის მაინინგია შესაძლებელი, სიმარტივის მიზნით აქ მხოლოდ ბითქოინის მაინინგზე ვისაუბრებთ.


მაინინგის დადებითი მხარეები


- როდესაც მაინერს ყიდულობთ, თქვენ ყოველდღე იღებთ გარკვეული რაოდენობის ბითქოინს მანამ, სანამ მაინერი ჩართულია და ელექტროენერგიას მოიხმარს. შესაბამისად, თეორიულად, 10-15 წლის შემდეგაც იმავე მაინერს კრიპტოვალუტის გამომუშავება შეეძლება.


- კიდევ ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ თქვენ ქსელის უსაფრთხოებაში იღებთ მონაწილეობას, რადგან მაინერი ტრანზაქციების დადასტურებით კრიპტოვალუტით საჩუქრდება.


- თუ მაინინგი თქვენთვის საინტერესო აღარაა, ყოველთვის შეგიძლიათ მისი გაყიდვა. თუ ბულ რანის დროს გადაწყვეტთ გაყიდვას, მაშინ დიდია ალბათობა, რომ იმაზე ძვირად გაყიდოთ, ვიდრე იყიდეთ.


- ასევე საინტერესოა ის, რომ თქვენ მიერ გამომუშავებული კრიპტოვალუტა, სრულიად სუფთაა, რადგან მას არანაირი ტრანზაქციების ისტორია არ აქვს და, შესაბამისად, დასანქცირებულ კრიპტოვალუტასთან შეხება არ გექნებათ.


მაინინგის უარყოფითი მხარეები


- მაინინგის მთავარი უარყოფითი მხარე მისი ელექტროენერგიის ხარჯია. თქვენ ყოველთვე უნდა იხადოთ საკმაოდ დიდი თანხა, რათა მაინერს კრიპტოვალუტის გამომუშავება შეეძლოს. მიუხედავად იმისა, რომ გამორჩეულად სწრაფი ინტერნეტი მაინერს არ ესაჭიროება, თქვენ მაინც მოგიწევთ ყოველთვიური ინტერნეტის ხარჯის გაღება.


- ძალიან ხშირად მაინერების მფლობელები მაინერებს დიდ ყურადღებას არ აქცევენ, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. თანამედროვე მაინერებს ბევრი დიდი ქულერი აქვს, რასაც გარკვეულ დროში ერთხელ გაწმენდა ჭირდება.


- მაინინგის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარე ისაა, რომ თქვენ დასაწყისში გიწევთ ინვესტიციის ჩადება და ამის შემდეგ საკმაო ხანი ლოდინი, სანამ ამ ინვესტიციას ამოიღებთ, რომ შემდეგ უკვე მოგებაზე იმუშაოთ. რა თქმა უნდა მაინერის გაყიდვა შეგიძლიათ, თუმცა ეს ისეთივე მარტივი ოპერაცია არაა, როგორიც მაგალითად უბრალოდ კრიპტოვალუტის გაყიდვაა.


- მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად მაინერს 10-15 წლის შემდეგაც შეეძლება კრიპტოვვალუტის გამომუშავება, აღსანიშნავია, რომ გამომუშავება, ბითქოინის ფასის გარდა, დამოკიდებულია ქსელში ჩართული მაინერების რაოდენობაზე და ასევე, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, ბითქოინის გამომუშავება ნახევრდება. შემდეგი განახევრება 2024 წლის 26 აპრილსაა დაგეგმილი.


სთეიქინგის დადებითი მხარეები


- მაინერის გამართვასთან შედარებით კრიპტოვალუტის ყიდვა ძალიან მარტივი პროცესია. კრიპტოს შეძენა ჩვენ ვებგვერდზე შეგიძლიათ ყველაზე კარგი პირობებით


- კრიპტოვალუტის შეძენა/გაყიდვისთვის არანაირი ტექნიკური ცოდნა და მუდმივი კონტროლი არაა საჭირო. მთავარია მხოლოდ თქვენი საფულის 12 სიტყვიანი კოდის ცოდნა.


- თუ კრიპტოვალუტის გაყიდვას გადაწყვეტთ, ამის გაკეთებას მაინერის გაყიდვასთან შედარებით ძალიან მარტივად და მომენტალურად შეძლებთ.


სთეიქინგის უარყოფითი მხარეები


- მაინინგისგან განსხვავებით სთეიქინგისას კრიპტოვალუტის რაოდენობის გაზრდა მხოლოდ მინიმალურად შეგეძლებათ სხვადასხვა პლატფორმებზე კრიპტოვალუტის გაყინვის შემთხვევაში. თქვენი მოგება/წაგება კი მხოლოდ კრიპტოვალუტის ფასზეა დამოკიდებული.


და მაინც, მაინინგი თუ სთეიქინგი?


ამ ორს შორის არჩევანი სუბიექტურია და დამოკიდებულია თქვენს ინტერესებზე, ინვესტიციასა და მოლოდინებზე. არჩევანის გასაკეთებლად თან გირთავთ <a href="https://docs.google.com/spreadsheets/d/10TUYYFU2xXTOYCuvVmB2PnRlMgqtHv34hgHAHjpamCo/edit#gid=0">კალკულატორს</a> რათა თქვენით გადაწყვიტოთ თუ რომელია უკეთესი.


*გამოსაყენებლად გადმოიწერეთ ექსელის დოკუმენტი.


Contact Phone Number
579 143 663
Subscribe
Subscribe to be the first to hear the news and be notified of the upcoming offers