BackCourses/Guidelines/Bitcoin

რა არის ბითქოინი და რატომაა ის უკეთესი


ბიტკოინი ყველაზე ძველი და ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტაა,რომელიც 10 წელზე მეტია უწყვეტად მუშაობს, მაგრამ მიუხედავად მისი პოპულარობისა, ბევრ ადამიანს მაინც უჭირს გააცნობიეროს რა არის, რას ნიშნავს და როგორ მუშაობს ეს ყველაფერი.


მისი ისტორია 2009 წლის 3 იანვარიდან იწყება. 2017 წლის დეკემბრისთვის 16,7 მილიონზე მეტი ბიტკოინი იყო მიმოქცევაში, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 250 მილიარდ აშშ დოლარს წარმოადგენდა.


ეს ჯერ არაფერია იმასთან შედარებით...


Image

რა არის ბითქოინი?


ბიტკოინი არის „peer-to-peer“ ვალუტის პროტოკოლი, რომელიც მოქმედებს ცენტრალური ავტორიტეტების გარეშე, როგორებიც არიან მთავრობები და ბანკები. მისი ღია კოდის ბუნება უზრუნველყოფს, რომ მისი ყველა ტრანზაქცია, ისევე როგორც ახალი ბიტკოინების გამოშვება, ერთობლივად იყოს დაცული მათემატიკის, კრიპტოგრაფიისა და ქსელის მონაწილეების მიერ, რომლებსაც მაინერების სახელით ვიცნობთ.


ასეთი დიზაინი მას ყველაზე დახვეწილ, ხელმისაწვდომ და გამჭვირვალე ფულად აქცევს. ნებისმიერს, ვისაც აქვს სწორი უნარები, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მის განვითარებაში ან დააშენოს აპლიკაციები მასზე.


რა უნდა იცოდეთ ბითქოინის შესახებ?


როგორც უკვე ვახსენეთ ბიტკოინის ისტორია 2009 წლის 3 იანვრიდან იწყება, როდესაც სატოში ნაკამოტომ და სხვა „კიბერპანკებმა“ გადაწყვიტეს ამ იდეის რეალობად ქცევა. დღეის მდგომარეობით, ერთი ბიტკოინის ამჟამინდელი ფასი 9000 დოლარის ფარგლებში ტრიალებს. მისი ფასი განისაზღვრება მიწოდებისა და მოთხოვნის მარტივი საბაზრო ძალებით: რაც უფრო მეტი მოთხოვნაა ბიტკოინზე, მით უფრო მაღალია მისი ფასი.


2019 წლის ივნისისთვის 19 მილიონზე მეტი ბითქოინია მიმოქცევაში, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 560 მილიარდ დოლარს აღწევს. ეს ჯერ არაფერია ფიატის ვალუტებთან შედარებით, როგორიცაა აშშ დოლარი, რომლის მიმოქცევაში 3,7 ტრილიონია. ეს რიცხვი კიდევ უფრო მცირეა, თუ ბითქოინს ოქროს შევადარებთ, რომლის საბაზრო კაპიტალი 7 ტრილიონ დოლარზე მეტია.


Image

ბითქოინის შემქმნელმა - პიროვნებამ ან ჯგუფმა, რომელიც Satoshi Nakamoto-ს ფსევდონიმითაა ცნობილი, შემოიღო შეზღუდა, რის გამოც 21 მილიონ ბითქოინი არის ზღვარი და მასზე მეტის გამომუშავება ვერ მოხერხდება. ვარაუდობენ, რომ ყველა ამ ბითქოინის წარმოების (კრიპტოვალუტის ტერმინოლოგიით, „მოპოვების“) პროცესი 2140 წლამდე გაგრძელდება.


ბითქოინის ქსელი დეცენტრალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არავინ აკონტროლებს. ის დაფუძნებულია ეგრეთ წოდებულ ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე, რომელიც ასევე ცნობილია როგორც distributed ledger technology (DLT)


ბითქოინი არა მხოლოდ ფასით აღემატება სხვა კრიპტოვალუტებს. ის ასევე ფლობს ინტერნეტით მოვაჭრეების ყველაზე ფართო ქსელს, მაგრამ ყოველდღიური გამოყენების, შესყიდვებისთვის საკომისიოების მკვეთრი ზრდის და ტრანზაქციის შენელებული დადასტურების გამო მისი პოპულარობის ზრდა გართულდა.


ამრიგად, ბითქოინი ზოგჯერ უფრო აქტივად აღიქმება, ვიდრე ვალუტად. თუმცა, ასეთმა განვითარებამ აიძულა მეორე ფენის გამოსავალის გაჩენა, როგორიცაა The Lightning Network (LN), რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მინიმალური საფასურით ივაჭრონ.


უფრო მეტიც, ბითქოინი პოპულარულია „სპეკულიანტებშიც“, რომლებიც მიზნად ისახავენსარგებელიმიიღონ მისი ფასის დაცემა/აწევიდან . ზოგიერთი მათგანი ამტკიცებს კიდეც, რომ ბითქოინის ფასი მანიპულირებადია, რაც ნაცნობი სცენარია, რადგან ის ჯერ კიდევ დაურეგულირებელი რჩება.


ინდუსტრიის მდიდარ მოთამაშეებს (ე.წ. ვეშაპებს) შეუძლიათ უფრო მეტი გავლენა ჰქონდეთ ბითქოინის ფასზე, ვიდრე სხვებს. თუმცა, ფასების ასეთი ცვლა სავარაუდოდ დასრულდება მას შემდეგ, რაც ბი ფართო მასებისთვის იქნება მიღებული და ექნება საკმარისი ლიკვიდურობა.


ბითქოინის საწყისები


ბიტკოინის გამოყენება დღითიდღე უფრო ადვილი ხდება. მთავარი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ არის კრიპტოვალუტის ელექტრონული საფულის შექმნა, ბიტკოინის საფულის აპლიკაციის დაინსტალირება და მზადაა...


კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ მისი ფასი ძალიან ცვალებადია, რამაც შეიძლება ორნიშნა ციფრების მიღწევაც გამოიწვიოს. 2017 წელს ბიტკოინის ფასი 1000$-დან 14000$-მდე ავარდა. ერთ მომენტში $19000-საც კი მიაღწია. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ვალუტის ღირებულება ათობით ან თუნდაც ასეულ ათასობით აშშ დოლარს მიაღწევს, რა დროსაც ბაზრის სხვა „მოთამაშეები“ თვლიან, რომ ამ ყველაფერის მიუხედავად ფასი და ღირებულება შეიძლება მომენტალურად შეიცვალოს. ამ მოვლენას ისინი „საპნის ბუშტს“ უწოდებენ.


თუმცა, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბიტკოინის ფასიმოულოდნელად გაიზარდა და შემდეგ დაეცა. 2011 წლიდან მან სამი მსგავსი აფეთქებაგანიცადა ფასში, რასაც მოჰყვა 80%-იანი ვარდნა. ყოველ ჯერზე ყველა ამ "საპნის ბუშტმა" გამოიწვია ღირებულების ზრდა.


Image

ნებისმიერ შემთხვევაში, ბიტკოინი იზიდავს სულ უფრო და უფრო მეტ მომხმარებელს და სავაჭრო ობიექტს მთელს მსოფლიოში, რადგან მისი მეშვეობით შესაძლებელია საერთაშორისო ტრანზაქციების უფრო იაფად და სწრაფად განხორციელება ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების გვერდის ავლით.მაგალითისთვის: მიუხედავად დიდი რაოდენობრივი განსხვავებისა, 1 დოლარის ღირებულების ბიტკოინების ან 100 მილიონი დოლარის ღირებულების გადარიცხვა ერთი და იგივე დაგიჯდებათ.


ბიტკოინი ასევე უზრუნველყოფს უფრო მეტ ანონიმურობას, ვიდრე ტრადიციული ბანკების მომსახურება (თუმცა ის არ არის 100%-ით ანონიმური). მომხმარებელს აქვს მეტი კონტროლი საკუთარ ფულზე, ვინაიდან არც ერთხელისუფლებას და ბანკს არ შეუძლია თქვენი ანგარიშის გაყინვა.


მართალია ზოგიერთმა სახელმწიფომ (მაგ. რუსეთი) აკრძალა ბიტკოინის გამოყენება ან შეზღუდა (მაგ. ჩინეთი) თუმცა, ასეთი აკრძალვები მხოლოდ თეორიულად მუშაობს.შეუძლებელია ადამიანებს ბიტკოინების ვაჭრობაში რამემ ხელი შეუშალოს.


აქ არის ქვეყნების სრული სია, სადაც ბიტკოინი და კრიპტოვალუტა ლეგალური ან აკრძალულია: https://cryptonews.com/guides/countries-in-which-bitcoin-is-banned-or-legal.htm


მაშ, რა არის ბითქოინი?


ბიტკოინის შესახებ უამრავი რამ შეიძლება ვისწავლოთ.


ზოგიერთი ადამიანი მას წლების განმავლობაში სწავლობს და სრულფასოვნად ჯერ კიდევ ვერ აუთვისებია.


მიუხედავად ამისა, თქვენ არ გჭირდებათ მისი სრულად გაგება, რათა უბრალოდ გამოყენება შეგეძლოთ.


მთავარი არის ის, რომ ბიტკოინი, ისევე როგორც სხვა კრიპტოვალუტა, ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და არავინ იცის, რა შესაძლებლობების ან გამოწვევებისმოტანა შეუძლია მას მომავალში.


ასე რომ არავინ იცის, რა შეიძლება დაემართოსჩვენ„სტანდარტულფულს“.


მან შეიძლება დაკარგოს ღირებულება...


შეიძლება გაიყინოს საბანკო ანგარიშებზე...


Contact Phone Number
579 143 663
Subscribe
Subscribe to be the first to hear the news and be notified of the upcoming offers