BackCourses/Guidelines/Bitcoin Mining

რა არის ბითქოინის მაინინგი?


Image

ბიტკოინ ტრანზაქციების დადასტურებისა და „განაწილებულ დავთარში“ ე.წ. distributed ledger (ნებისმიერი ტრანზაქციის ან კონტრაქტის დავთარი, რომელიც ინახება დეცენტრალიზებული სახით სხვადასხვა ადგილას და ადამიანებთან) მათი ჩაწერის პროცესს ეწოდება "მაინინგი". მაინინგის პროცესი ხელს უწყობს ქსელის უსაფრთხოების დეცენტრალიზაციას და ახალი ბიტკოინების შექმნას.


მარტივად რომ ვთქვათ, ეს ყოველივე ხდება ასე...


ადამიანთა უმრავლესობამ უკვე იცის, რომ ბიტკოინები იქმნება მაინინგ პროცესისას, მაგრამ მაინც ისმის კითხვა:


რა არის ბიტკოინ მაინინგი და როგორ მუშაობს იგი?


მოკლე მიმოხილვა


როგორც ზემოთ ვახსენეთ ბიტკოინ მაინინგი არის ბიტკოინ ტრანზაქციების დადასტურებისა და მათი „განაწილებულ დავთარში“ ჩაწერის პროცესი. ეს მთლიანად ბიტკოინ ქსელის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურაა, რადგან სწორედ ის უზრუნველყოფს სისტემის დაცვას, უზრუნველყოფს, რომ ყველამ სამართლიანად იმოქმედოს და ახალი ბიტკოინების მიმოქცევაში შემოტანა მოხდეს.


მაინერების გარეშე რა თქმა უნდა მაინინგი შეუძლებელი იქნებოდა. აპარატურის და ელექტროენერგიის განლაგებით რაც სისტემაში მონაწილეობისთვისაა საჭირო, მაინერები მთელ მსოფლიოში ინარჩუნებენ ქსელს დეცენტრალიზებულს. თავის მხრივ, ისინი ტრანზაქციის საკომისიოებით და ახლად მოჭრილი ბიტკოინებით „დასაჩუქრდებიან“. ეს მაინერების წახალისებისთვისაა, რათა გამოიმუშაონ მეტი და დაფარონ თავიანთი ხარჯები.


მიუხედავად იმისა, რომ ეს უხეში გამარტივებაა, სწორედ სტიმულირების ასეთი სისტემა ქმნის ბიტკოინის ქსელს.


როგორ მუშაობს ბიტკოინ მაინინგი?/ როგორაა მოწყობილი ბიტკოინ მაინინგი?


კიდევ უფრო მარტივად, რომ ვთქვათ ის მუშაობს შემდეგნაირად:


- მაინერებმა ბიტკოინის ქსელის ტრანზაქციების შესამოწმებლად საკუთარი აპარატურა ააწყეს.


- ვერიფიცირებული ტრანზაქციები ყოველ 10 წუთში ერთ 1 MB ზომის ბლოკში იფუთება.


- ახალი ბლოკის ბიტკოინ ბლოკჩეინში დასამატებლად საჭიროა ყველა ქსელის კომპიუტერმა რთული კრიპტოგრაფიული თავსატეხი ამოხსნას.


- პირველი კომპიუტერი, რომელიც ამ თავსატეხს ამოხსნის, დაამატებს ბლოკს და გამოიმუშავებს ბიტკოინებს.


მაშინ, როცა თავსატეხი ამოიხსნება და ბლოკჩეინს ახალი ბლოკი დაემატება, მაინერი 12,5 ოდენობის ბიტკოინს მიიღებს. ეს ერთგვარი პრიზი დროთა განმავლობაში (ყოველ 210 000 ბლოკში) მცირდება და ნახევრდება.


მიანერების პირველმა თაობამ თითო ბლოკში 50 ბიტკოინი გამოიმუშავეს, რა დროსაც 2020 წელს კურსი 6,25 ბიტკოინამდე დაეცა. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ საიტი, როგორიცაა Bitcoin Clock, რათა უკეთ შეძლოთ ბიტკოინის განახევრებისთვის თვალყურის დევნა.


გაითვალისწინეთ, რომ 21 000 000 BTC-ზე მეტი აღარ შეიქმნება. ეს ხელოვნური ლიმიტი, ბიტკოინის ეკონომიკური სისტემის დეფლაციის შესანარჩუნებლადაა აუცილებელი. ამ დროისთვის, ახლად გამომუშავებული ბიტკოინები ერთგვარი სტიმული იქნება მაინერებისთვის, რათა ქსელის შენარჩუნება შეძლონ, მაგრამ თანხის შემცირება გაგრძელდება მანამ, სანამ 21 მილიონი BTC მაინინგი არ მოხერხდება.


მაინინგი განსაკუთრებით მაშინაა მომგებიანი, როდესაც ბიტკოინი ფასის აწევას განაგრძობს. მაინერები საკუთარი ტრანზაქციებისთვის სამომხმარებლო გადასახადს იხდიან. ზოგჯერ შეიძლება ბიტკოინებით საერთოდ არ დაჯილდოვდეთ. მხოლოდ ის ვინც პირველი ამოხსნის თავსატეხს, მიიღებს „პრიზს“.


სწორედ ასეთი სისტემა - შექმნან ერთობლივი მაინინგ რიგები (ფერმები), სადაც ყველა წევრი იღებს ერთსა და იმავე ბლოკის ჯილდოს, რითიც გაიზრდება მათი მომგებიანობა - წაახალისებს მაინერებს.


2025 წლისთვის, მთლიანი ბიტკოინ მაინინგის 95%-ი იქნება განხორციელებული. დანარჩენი ნაწილი კი 2140 წლისთვის გამოჩნდება ბაზარზე. ამის შემდეგ მაინერები მხოლოდ ტრანზაქციის საკომისიოებით შეძლებენ გამომუშავებას, მაგრამ ეს დიდი რაოდენობის მოგებას უნდა წარმოადგენდეს, რათა ქსელის შენარჩუნება მოხდეს.


ვის შეუძლია ბიტკოინ მაინინგი?


ბიტკოინი ყველანაირად ღია პროექტია; ამრიგად, ყველას თავისუფლად შეუძლია შეუერთდეს ბიტკოინის ქსელს და მონაწილეობა მიიღოს მაინინგში, მაგრამ ეს არ ნიშნავს ავტომატურ სარგებლის გარანტიას.


თქვენ უნდა შეიძინოთ სპეციალური მაინინგ აპარატურა და გადაიხადოთ ელექტროენერგიის გადასახადები, რაც შეიძლება საკმაოდ ძვირი დაჯდეს. იმისათვის, რომ ბიტკოინ მაინინგით ფულის გამომუშავება შეძლოთ, პირველ რიგში უნდა შეიძინოთ ძლიერი კომპიუტერები (ცნობილი როგორც ASIC). ასევე გამაგრილებელი და შენახვადი აღჭურვილობა. მაინერობის მაღალი კონკურენციის გამო, მაინინგი, მარტივი კომპიუტერით ან GPU-ით სახლის პირობებში შეუძლებელია.


ბიტკოინის მაინინგ კალკულატორის გამოყენებით შეგიძლიათ გაიგოთ რამდენის მიღება შეგიძლიათ.


ბევრი მათგანი ონლაინ-შიც ხელმისაწვდომია.


თქვენ ასევე შეგიძლიათ გადაუხადოთ კომპანიას, რომელსაც უკვე აქვს მაინინგის ფერმა და ისინი თქვენ მაგივრად დაამაინებენ ბიტკოინს.


თქვენ ხელს აწერთ კონტრაქტს, რომელიც გაიძულებთ მაინინგისთვის გადაუხადოთ მათ დაახლოებით ორი წლის განმავლობაში და შეთანხმების მიხედვით მიიღოთ მონეტების პერიოდული გადახდა.


თუმცა, სანამ ასეთ გარიგებას დადებთ, უნდა გამოთვალოთ არის თუ არა ის თქვენთვის საკმარისად მომგებიანი.


თუ ფიქრობთ, რომ მაინინგი თქვენთვის საკმადოდ სარისკოა, მისი განვითარებისთვის შეგიძლიათ წვლილი შემდეგ ნაირად შეიტანოთ:


ბიტკოინის არსებულ კოდში დამატებების დაწერა


საკუთარი აპლიკაციების შექმნა


უბრალოდ პროექტის ხელშეწყობა


ბიტკოინი საზოგადოებაზე ორიენტირებული პროექტია, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა შესაძლო გზით ყველას შეუძლია ისწავლოს და წვლილი შეიტანოს ქსელში.


Contact Phone Number
579 143 663
Subscribe
Subscribe to be the first to hear the news and be notified of the upcoming offers