BackCourses/Guidelines/Create your Crypto

შემიძლია ჩემი კრიპტოვალუტის შექმნა?


დიახ! პროგრამირების ცოდნაც კი არ არის საჭირო იმისათვის, რომ საკუთარი კრიპტოვალუტა შექმნა. არსებობს სხვადასხვა ბლოკჩეინ პლატფორმები, რომლებიც იძლევა კრიპტოვალუტის შექმნის საშუალებას. ამისათვის...


Image

როგორ შევქმნა კრიპტოვალუტა?


დიახ! პროგრამირების ცოდნაც კი არ არის საჭირო იმისათვის, რომ საკუთარი კრიპტოვალუტა შექმნა. არსებობს სხვადასხვა ბლოკჩეინ პლატფორმები, რომლებიც იძლევა კრიპტოვალუტის შექმნის საშუალებას. კრიპტო სამყაროს ღიაობა და ხელმისაწვდომობა აიოლებს ამ საქმეს.


არსებობს მრავალი ბლოკჩეინ პლატფორმა, რომლის დახმარებითაც შეგიძლია შექმნა შენი ქოინი, ნებისმიერი გამოყენებით: უბრალოდ ქომუნითი ქოინი, ხუმრობა-ქოინი (როგორც Dogecoin), ქოინი, რომელსაც რომელიმე კონკრეტული პრობლემის გადაჭრა შეუძლია, თუ სხვა ნებისმიერი დანიშნულების მქონე კრიპტოვალუტა. შენ შეგიძლია შექმნა შენი ქოინი ჩამოთვლილთაგან ნებისმიერ პლატფორმაზე: Ethereum, EOS, Waves, BitShares, NEM, Komodo, Nxt, TRON, IOTA, NEO, Cardano, Qtum.


თუ არ გინდა, რომ რომელიმე პლატფორმაზე იყო დამოკიდებული, ან თუ ეს პლატფორმები საჭირო ფუნქციონალს არ გთავაზობენ, შეგიძლია შექმნა საკუთარი ბლოკჩეინი.


რა თქმა უნდა, ბლოკჩეინის შექმნა გაცილებით უფრო კომპლექსური საკითხია, რაც კრიპტო ტექნოლოგიების საფუძვლიან ცოდნას, პროგრამირების უნარებსა და დიდ ძალისხმევას საჭიროებს.


რა არის საჭირო კრიპტოვალუტის შესაქმნელად?


თუკი ზემოთ ჩამოთვლილი პლატფორმებიდან რომელიმეს გამოიყენებ, მაშინ კრიპტოვალუტის შექმნა ისეთივე მარტივია, როგორც ვებგვერდის სარეგისტრაციო ფორმის შევსება. ამისთვის უბრალოდ უნდა მიუთითო შენი კრიპტოვალუტის სახელი, რამდენი ქოინი გინდა რომ იყოს, კიდევ რამდენიმე მსგავსი დეტალი და შენი კრიპტოვალუტა მზადაა!


ბლოკჩეინისთვის საჭირო კოდის პოვნა შესაძლებელია GitHub-ის პლატფორმაზე. კოდის პოვნის შემდეგ, შესაძლოა მასში ცვლილებების შეტანა გახდეს საჭირო, რომ შენი პროექტის მიზნებს სწორად მოარგო.


გამომდინარე იქიდან, რომ ბლოკჩეინის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია უსაფრთხოებაა, რეკომენდებულია, რომ უკვე შექმნილი ბლოკჩეინი გამოიყენო, ეს აგარიდებს საქმის დიდ ნაწილს და განაპირობებს შენი ქოინის უსაფრთხოებას. რაც შეეხება შენი ქოინის გამორჩეულ თვისებებს, შეგიძლია უკვე არსებულ ბლოკჩეინის კოდს დაამატო ის ფუნქციონალები, რომელიც გინდა, რომ შენს კრიპტოვალუტას ჰქონდეს.


თუ უკვე არსებული მასალიდან არაფრის გამოყენება არ გსურს და ნულიდან გინდა შენი კრიპტოვალუტის შექმნა, მაშინ პირველ რიგში ციფრულ მონაცემთა განაწილებული ბაზით (distributed ledger) უნდა დაიწყო, რაც საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, ეს მოგცემს უფრო მეტ კონტროლსა და თავისუფლებას შექმნა შენთვის სასურველი ქოინი. თუმცა, თუ ძალიან განსაკუთრებული მიზნები არ გაქვს, უმჯობესია უკვე არსებული ბლოკჩეინის კოდი აიღო და გარდაქმნა.


გასათვალისწინებელია, რომ უკვე არსებული ბლოკჩეინის დაკოპირება არ ნიშნავს მათი სრული ეკოსისტემისა და მომხარებელთა ბაზის დაკოპირებას. კრიტპოვალუტას აუცილებლად უნდა ჰქონდეს რაიმე დამახასიათებელი ნიშანი, რას მას ღირებულებას შესძენს და მისი ეკოსისტემა უნდა იყოს დაცული და გამართული, სხვაგვარად მომხმარებლები უბრალოდ უგულებელყოფენ მის არსებობას. ახალ კრიპტოვალუტათა უმრავლესობა უსარგებლოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტრანზაქციების დადასტურებას არა ჭკვიანი სისტემა, არამედ კონკრეტული პირი - მისი შემქმნელი განაგებს.


კომპანიები, რომლებიც ქმნიან კრიპტოვალუტებს შენთვის


ბლოკჩეინზე დაფუძნებული სერვისების მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა ახალი კომპანიების ჩამოყალიბება, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ ციფრული მონაცემთა განაწილებულ ბაზებისა (distributed ledger) და ბლოკჩეინების შექმნის სერვისს. ასეთ კომპანიებს ჰქვიათ Baas (blockchain-as-a-service) კომპანიები.


ისინი სხვადასხვა სერვისებს სთავაზობენ თავიან მომხმარებლებს მათი ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე.


ყველაზე დიდი BaaS კომპანიები


Amazon Web Services (AWS)


Blockstream


Chainzilla


Chainmakers


LeewayHertz


Microsoft Azure


IBM blockchain


თუ შენი პროექტი სერიოზულ მიზნებს ემსახურება, კარგად მოემზადე რიგი გამოწვევებისთვის. წარმატებული პროექტის განვითარება და შენარჩუნება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე მისი შექმნა. მისი განვითარებისთვის მუდმივად დაგჭირდება დეველოპერები, კომპიუტერთა ქსელი და განსაკუთრებულად - მარკეტინგი, რომ შენს ქოინს სტაბილური მოხმარებლები ჰყავდეს და მათი რიცხვი გაიზარდოს.


Contact Phone Number
579 143 663
Subscribe
Subscribe to be the first to hear the news and be notified of the upcoming offers