BackCourses/Guidelines/Crypto advantage

კრიპტოვალუტის უპირატესობები


Image

როცა საქმე კრიპტოვალუტებთან გვაქვს, საზოგადოება ორ ნაწილად იყოფა. ერთი ნაწილი თვლის, რომ კრიპტო სხვა არაფერია, თუ არა მოდა, რომელიც დროთა განმავლობაში გადავა. საზოგადოების მეორე ნაწილს კი ის ფინანსური სარგებლის მხრივ, დამაიმედებლად ესახება. მიზეზიც ნამდვილად აქვთ.


რამდენად შეესაბამება სიმართლეს მათი მოლოდინები?


აშკარაა, რომ ტექნოლოგიისა და სხვა ნებისმიერი პროდუქტის ღირებულება მაშინ იზრდება, როცა მისით საზოგადოების ფართო ნაწილი ინტერესდება. მსოფლიოს რამოდენიმე უმსხვილესი კომპანია უკვე აწარმოებს მსგავსს ტექნოლოგიას და დამხმარე პროგრამებს.


დღეს ჩვენ განვიხილავთ შემდეგ თემას: რისთვის არის კარგი კრიპტო?/რითი არის კარგი კრიპტო?


კრიპტოვალუტა, ერთ დროს კრიპტო ენთუზიასტი, დღეს რეალური სარგებელის მომტან ქონებად იქცა.


„ფინანსები“ გამოყენებითი რესურსის ყველაზე გავრცელებული ვარიანტია, თუმცა არანაკლებად მნიშვნელოვანია უძრავი ქონება, მიწოდების წყაროები და ა.შ.


ტექნოლოგიის დახვეწასთან ერთად კრიპტო უფრო მრავალ-ფუნქციური გახდება, ხოლო მთავრობები მის დარეგულირებას შეეცდებიან.


რეალურია თუ არა კრიპტოს რაიმესთვის გამოყენება?


მარტივი არ იქნება კრიპტოვალუტის ინდუსტრიის ასეთი მრავალფეროვანი განვითარების შეჯამება, თუმცა მაინც შემოგთავაზებთ რამოდენიმე მაგალითს.


დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) ტექნოლოგიით, ნებისმიერს შეუძლია უზრუნველყოფილი სესხის მიღება. ტაქსის შეკვეთის დეცენტრალიზებული აპლიკაციები კონკურენციას Uber-ის დეცენტრალიზებულ ელექტროგადამცემ ქსელებს უწევენ. თითქმის ყველა ინტერაქციის დეცენტრალიზებაა შესაძლებელი, განსაკუთრებით კი მათი დეცენტრალიზაციით ყველაზე მეტი სარგებლის ნახვა ფინანსების, მედიცინისა და უძრავი ქონების სფეროში შეიძლება.


ამ უპირატესობების გარდა, არსებობს კიდევ რამდენიმე:


ფულის იაფად გადარიცხვა


ფინანსების აპლიკაციის ასეთ პოპულარობას კრიპტოს საშუალებით იაფი ტრანზაქციების განხორციელება განაპირობებს. ამიტომაა, რომ ფინანსური ინსტიტუტები თავად იკვლევენ ამ ტექნოლოგიას. რადგან კრიპტო ასე სწრაფად ვითარდება შეიძლება SWIFT-მა დიდხანს ვერ გაუძლოს და აღარ იარსებოს.


ერთი პერიოდი ბიტკოინს ტრანზაქციის მაღალი საკომისიო ჰქონდა, მაგრამ 2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით დაახლოებით 1 დოლარამდე შემცირდა. ეს განსაკუთრებით საერთაშორისო გადარიცხვებისთვისაა სასარგებლო, რადგან საკომისიო ტრადიციულად საშუალოდ 2%-დან 4%-მდეა.


თქვენ მსოფლიოს მეორე ნაწილშიც კი შეგიძლიათ მილიონობით დოლარი გადარიცხოთ, რაც მთავარია უმოკლეს დროში და უმცირესი საკომისიოს ხარჯებით. მაგალითად 93 მილიონი დოლარის ბიტკოინის გადარიცხვისთვის სულ რაღაც 3 დოლარის გადახდა მოგიწევთ.


შესყიდვები


ყოველდღიური შესყიდვების აპლიკაციები, რომლებიც შოპინგისთვის გამოიყენება სულ უფრო პოპულარული ხდება და ზოგიერთი მათგანი ტრანზაქციებს უკვე კრიპტოვალუტითაც იღებს.


Microsoft, The Home Depot და Newegg იმ კომპანიების სიაში შედიან, რომლებიც კრიპტო შესყიდვებს ახორციელებენ. ადამიანებს კრიპტოს საშუალებით Whole Foods-ში სურსათის ხოლო The Home Depot-ში აპარატურის შესყიდვა შეუძლიათ.


კარგია, როცა კრიპტოს ყოველდღიური გამოყენება შეგიძლია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს თუ ამისთვის რა დაბრკოლებები და ხელის შემშლელი ფაქტორებია გადასალახი. მაგალითად ქონების არასტაბილურობა, მთავრობების მიერ კონტროლი და ისეთი ტექნიკური შესაძლებლობების არ ქონა, რომელიც მასშტაბური ტრანზაქციები განხორციელებისთვისაა საჭირო.


გარდა ამისა, კრიპტო შეგიძლიათ მოგების შესანახად, ინფლაციის საწინააღმდეგოდ და უძრავი ქონების შესაძენად გამოიყენოთ. რამდენიმე კომპანიამ უკვე მოახერხა ისეთი მარკეტის გახსნა, სადაც მომხმარებლებს პროდუქტების შეძება კრიპტოვალუტით შეუძლიათ. ამ დროს შუამავლები აღარაა საჭირო, რაც მყიდველისთვისაც და გამყიდველისთვისაც სარფიანი გარიგებაა. კიდევ ერთ უპირატესობად ითვლება ე.წ „ფრაქციული საკუთრება“, რამაც შეიძლება უძრავი ქონების საკუთრებაში შესვლის ბარიერი შეამციროს.


კრიპტოვალუტისადმი დაინტერესების გაზრდა


კრიპტო ანაბრები, რომლებიც დღითი-დღე პოპულარული ხდება, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს საკუთარი კრიპტო აქტივებით დამატებითი კრიპტოვალუტა მოიპოვონ.


მაგალითად, Binance-ს აქვს სერვისი სახელწოდებით Binance Earn, რომელიც გვთავაზობს როგორც მოქნილი, ისე ჩაკეტილი სტეიკინგის საშუალებას. მომხმარებლებს შეუძლიათ აიღონ ტოკენი, როგორიცაა Cardano (ADA) და დროთა განმავლობაში პროცენტი დაერიცხოთ.


ონლაინ ვაჭრობა


ეს ინდუსტრიაც ნელ-ნელა ემზადება, რომ კრიპტოს გამოყენებაზე გადავიდეს. მომხმარებლებს მისი საშუალებით მარტივად და სწრაფად შეუძლიათ დაჯავშნონ სასტუმროები თუ შეიძინონ სამოგზაურო ბილეთები. ერთი-ერთი პლატფორმა, რომელიც ამის საშუალებას იძლევა, არის „Travala“. მასში მთელი მსოფლიოდან 3 მილიონზე მეტი ტურისტული პროდუქტია წარმოდგენილი. კრიპტოს გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ სასტუმროები, ფრენები და სხვა სამოგზაურო სერვისები.


ქველმოქმედება


ქველმოქმედება კრიპტოვალუტების გამოყენების კიდევ ერთი ალტერნატივაა და ამ მიზნით ბევრი პლატფორმაა უკვე შექმნილი. ნებისმიერ ადამიანს კრიპტოვალუტების საქველმოქმედო მიზნით გამოყენება პირველ რიგში კონფიდენციალურობის გამო უღირს — გადახდის ვარიანტი კი ისე სწრაფი და მარტივია როგორც არასდროს.


უკრაინას 100 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის კრიპტოვალუტა დაუდონატეს, რაზეც პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ეს შეიძლება იყოს „გარღვევა ეკონომიკური თვალსაზრისით“. The Giving Block იდეალური მაგალითია ისეთი პლატფორმისა, სადაც ათასობით არაკომერციულ (არასამთავრობო) ორგანიზაციას, ნებისმიერს შეუძლია კრიპტო დაუდონატოს.


საბოლოო დასკვნა


კრიპტოს ყოველდღიური ტრანზაქციებისთვის გამოყენების სურვილი ძალიან დიდია, მაგრამ მანამდე მისვლას წლები სჭირდება. ცხადია, რომ კრიპტოს ისეთი უნიკალური მახასიათებლები აქვს რაც სხვა ტექნოლოგიას არ შეუძლია. მისი საშუალებით ნებისმიერი შეძლებს გლობალურ ასპარეზზე გასვლას, რაც დღესდღეობით ყველაზე აქტუალური თემა.


როგორც ვთქვით, კრიპტოს გამოყენების დიაპაზონის გაზრდა მხოლოდ დროის ამბავია. იგი მსოფლიოში გავრცელებას იწყებს, რასაც უამრავი ალტერნატივა მოჰყვება იმისა, თუ როგორ შევძლებთ კრიპტოსგან სარგებლის მიღებას.


Contact Phone Number
579 143 663
Subscribe
Subscribe to be the first to hear the news and be notified of the upcoming offers