BackCourses/Guidelines/Smart Contract

რა არის „სმარტ კონტრაქტი“ და როგორ მუშაობს ის?


Image

„სმარტ კონტრაქტი“ ციფრულ კოდად დაწერილი თვით-აღმასრულებელი კონტრაქტია, რომელიც ასახავს შეთანხმების პირობებს მყიდველსა და გამყიდველს შორის. ეს კოდი და მასში ჩაწერილი შეთანხმება ინახება დეცენტრალიზებულ, ბლოკჩეინის ქსელში და ის თავად აღასრულებს იმ შეთანხმებას, რომელიც კონტრაქტის პირობებით დაიდო და მის მიერ განხორციელებული ყველა ტრანზაქცია გამჭივირვალე და შეუქცევადია.


 „სმარტ კონტრაქტი“ განაპირობებს ორ ანონიმურ მხარეს შორის ტრანზაქციების განხორციელებას, მესამე პირის გაშერე, იქნება ეს ცენტრალური ორგანო, საკანონმდებლო სისტემა თუ აღსრულების რომელიმე სხვა მექანიზმი.


მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის უდიდეს მიღწევად ბიტკოინი ითვლება, ის გაცილებით უფრო ღირებულია სწორედ „სმარტ კონტრაქტების“ გამო.*


რა უნდა იცოდე სმარტ კონტრაქტზე


„სმარტ კონტრაქტი“ ციფრულ კოდად დაწერილი თვით-აღმასრულებელი კონტრაქტია, რომელიც ასახავს შეთანხმების პირობებს მყიდველსა და გამყიდველს შორის და აღასრულებს მას ავტომატურად კომპიუტერულ ქსელში. 


ნიკ ზაბო, ამერიკელი კომპიუტერული მეცნიერი, რომელმაც 1998 წელს პირველი ვირტუალური ვალუტა „ბიტ-გოლდი“ შექმნა, განსაზღვრა „სმარტ კონტრაქტები“, როგორც კომპიუტერული ტრანზაქციების პროტოკოლი, რომელიც კონტრაქტის პირობებს აღასრულებს. 


ბლოკჩეინებზე განთავსებული „სმარტ კონტრაქტები“ განაპირობებენ ტრანზაქციების შეუქცევადობას, გამჭვირვალობასა და სანდოობას.


როგორ მუშაობს „სმარტ კონტრაქტები“


„სმარტ კონტრაქტის“ კონცეფცია პირველად 1994 წელს შემოგვთავაზა ამერიკელმა კომპიუტერულმა მეცნიერმა ნიკ საბომ, ასევე მას ეკუთვნის პირველი ვირტუალრი ვალუტის - „ბიტ-გოლდის“ შექმნის პატივი, რომელიც ბიტკოინის შექმნამდე 10 წლით ადრე, 1998 წელს შექმნა. სწორედ ამის გამო საბოს ხშირად აწერენ სატოში ნაკამოტოობას, თუმცა მან თავად უარყო ეს ფაქტი.


Contact Phone Number
579 143 663
Subscribe
Subscribe to be the first to hear the news and be notified of the upcoming offers